enki-benki - ბავშვის გაკაჟების ანაბანა

- შაბათი, 03.12.2016, 16:42
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1


ნანახია:435
07.04.2010(16:04)

გასახდომი დიეტა


ნანახია:721
03.04.2010(19:17)
კატეგორია: დიეტა

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 406
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

 ბავშვის გაკაჟების ანაბანა

ბავშვებს ულევი ენერგია აქვთ: მთელი დღე დარბიან, დაცოცავენ, დღის ბოლოს კი ქანცგაწყვეტილ მშობლებს ათას შეკითხვას აყრიან. პაწაწინები ისეთი საყვარლები არიან, რომ მათთან ურთიერთობას, თუმცა კი საოცრად დამღლელსა და დამქანცველს, არაფერი სჯობს. საკმარისია, ბავშვმა მოიწყინოს და ოჯახის "დღის წესრიგში” თავისი წილი აურზაური არ შეიტანოს, რომ დედიკო და მამიკო ყურებს ჩამოყრიან ხოლმე, ექიმთან რეკვას დაიწყებენ, თერმომეტრს მოძებნიან…
თუმცა ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მის შვილს არაფერი ემუქრება, რადგან ძლიერი და ჯანმრთელზე ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს. ეს დედიკოსა და მამიკოსთვის მოსაყოლი ზღაპარი კი არა, რეალობაა: თუ ბავშვს დაბადებიდან ვაზიარებთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, უდავოა, პაწაწინა ჯანმრთელი და მხიარული გაიზრდება.
როდესაც გაკაჟებაზე ვსაუბრობთ, სრულებით არ ვგულისხმობთ ყინვასა და თოვლში პატარა თოთო არსების საფენის ამარა გასეირნებას ან დილა-საღამოს ყინულივით ცივი წყლით დაბანას. პაწაწინას გაჯანსაღებისთვის ბევრი არაფერია საჭირო: სუფთა ჰაერი, სისტემატური ვარჯიში და თბილ აბაზანაში ჭყუმპალაობა. როგორც ხედავთ, ჯანმრთელობის რეცეპტი არც ისე რთულია. მთავარია, მზრუნველმა დედიკომ და მამიკომ მონდომება არ დაიშურონ.

გაკაჟების ანაბანა
"კომბოსტოსავით ვფუთავ, სიცივეში შინიდან საერთოდ არ გამყავს. ნეტავ ვიცოდე, ასე ხშირად რა აციებს!” – ამ სიტყვებს მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ. მართლაც, ბავშვები, რომლებსაც დედიკოები (თუმცა არც ბებია-ბაბუები აკლებენ ხელს) "განსაკუთრებულად” უვლიან და ცივ ნიავს არ აკარებენ, ხშირად ავადმყოფობენ.
იმისთვის, რომ პატარამ ცივი ზამთარი ათამდე ჯემპრესა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების მთელი არსენალის გარეშე გაატაროს, პედიატრები მშობლებს მის გაკაჟებას ურჩევენ.
პატარას ორგანიზმის მოძლიერებაზე ფიქრი დაბადებიდანვე აუცილებელია. გაგიკვირდებათ და გაკაჟება პირველი საფენის გამოცვლისთანავე იწყება: ბავშვის ორგანიზმისთვის ჰაერის აბაზანები მეტად სასარგებლოა. თვალყური ადევნეთ, რომ თავდაპირველად ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსზე ნაკლები არ იყოს, მერე და მერე კი შეგიძლიათ, ბავშვი 18 გრადუსზეც გააშიშვლოთ.
დაიხსომეთ: ჰაერის აბაზანები თავდაპირველად ხანმოკლე უნდა იყოს და 2-3 წუთს არ აღემატებოდეს. შემდეგ მათი ხანგრძლივობა თანდათან იზრდება და 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის – 15 წუთს, ხოლო 6 თვიდან წლამდე ასაკის პატარებისთვის 25 წუთს შეადგენს.
ზაფხულში ჰაერის აბაზანების ჩატარება სუფთა ჰაერზეა რეკომენდებული, ოღონდ ჩრდილში, სადაც მზის არა პირდაპირი, არამედ გაბნეული სხივები ხვდება. ამგვარად პატარა მზის აბაზანებსაც მიიღებს. გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრის მინიდან ბინაში მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ვერ აღწევს. ასე რომ, თავის წილ UV სხივებს ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ ღია ფანჯრიდან მიიღებს.

წყლით მორჯულება
ბავშვებს ჭყუმპალაობა ძალიან უყვართ. წყლის ნაზი შეხებისას ყველაზე ჭირვეული პაწაწინაც კი სიამოვნებისგან იტრუნება. ეს მშობლებმა კარგად იციან და ამიტომაც არის, რომ საყვარელ პატარებს ჭყუმპალაობის სიამოვნებას არ აკლებენ.
ბანაობა, თავისთავად ცხადია, აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა ჩავუტაროთ. გარდა ამისა, მეტად სასარგებლოა სველი დაზელა და ცურვა.
დაზელას მშობლები იშვიათად მიმართავენ. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, პატარა ამ გზით გააკაჟოთ, დაიხსომეთ:
. დაზელა მიზანშეწონილია 4 თვის ასაკიდან;
. დაზელისთვის საუკეთესო პერიოდი დილაა, როდესაც პატარა იღვიძებს;
. პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6 წუთს;
. წყალში შეგიძლიათ მარილიც გახსნათ: ერთ ჭიქაზე ერთი ჩაის კოვზი.
რაც შეეხება ცურვას, იგი იდეალური საშუალებაა ბავშვის გასაკაჟებლად.
მაინც როდიდან შევასწავლოთ პაწიას ცურვა? სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამისთვის იდეალური ასაკი მეორე-მეოთხე თვეა. პირველ კვირებში ასეთი გაბედული საქციელისგან თავის შეკავება აჯობებს. თავად განსაჯეთ: პაწია ახლახან მოევლინა ქვეყნიერებას, ჯერ ახალ გარემოს ვერ შეგუებია და უცებ... წყალში პირდაპირ თავით გადაუძახეს! ეს მისთვის უზარმაზარი დატვირთვა იქნება. მეორე თვიდან კი შეგიძლიათ, ბავშვი ნელ-ნელა შეაჩვიოთ წყალს და ცურვის პირველი ელემენტებიც შეასწავლოთ. კარგი იქნება, პაწიას პირველი გაკვეთილები კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ჩაუტაროს. ამისთვის პოლიკლინიკის აუზიც გამოდგება და თქვენივე აბაზანაც. თუ გაკვეთილებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, ორიოდე კვირაში შეგეძლებათ, დამოუკიდებლად შეასწავლოთ შვილს ცურვის ილეთები.
პირველ თვეს ბავშვს წყალზე ტივტივი შეასწავლეთ.
. ბავშვი თავით თქვენსკენ შემოაბრუნეთ, ცერა და საჩვენებელი თითებით მხრები დაუჭირეთ, დანარჩენები კეფის ქვეშ ამოუწყვეთ, ხელისგულებით კი თავი დაუკავეთ, რომ აქეთ-იქით არ ატრიალოს. ასე მიაცურეთ პაწია აბაზანის კიდესთან, ვიდრე ტერფებს კედელს არ მიაბჯენს და ბაყაყივით არ მოხრის. შემდეგ ნორჩი მოცურავე თავისთავად გაასწორებს კიდურებს, ფეხს ჰკრავს აბაზანის კედელს და უკან გამოცურავს. ეს რვაჯერ მაინც გაიმეორეთ. შემდეგ ხელები იღლიების ქვეშ ამოსდეთ და ფეხებით აბაზანის ფსკერზე დააყენეთ. პაწია წყალში ხტუნაობას მოჰყვება – პირველი მიღწევა თუ უხარია!
რამდენიმე დღის შემდეგ წყალს ოდნავ შეუთამამდით და ბავშვს მუცელზე ტივტივი შეასწავლეთ: თავი წყლიდან ამოყოფინეთ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნიკაპი დაუჭირეთ, დანარჩენებით – კისერი და თავი, მარცხენა ხელი ტანის ქვეშ ამოუდეთ და წრეზე აცურავეთ. რამდენიმე წრის შემდეგ შუბლსა და ლოყებზე პეშვით წყალი შეასხით. ამ დროს პაწია თვალებს დახუჭავს და სუნთქვას შეიკავებს. ასე ის მომდევნო ეტაპისთვის – ყვინთვისთვის – მოემზადება.
მომდევნო თვიდან კი დროა, ბავშვს წყალქვეშა სამყაროც გააცნოთ. დაიკავეთ პაწია ნიკაპით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ერთი-ორი წრის შემდეგ თავი წამით წყალქვეშ ჩააყოფინეთ და ხმამაღლა უთხარით: "ვყვინთავთ”. მეორე ხელით კი ტანი საიმედოდ დაიჭირეთ. ამის შემდეგ ფსკერზე დააყენეთ და შეაქეთ.
თუ ნამცეცა მყვინთავმა წარმატებით აითვისა ცურვის ილეთები და მშობლების იმედი გაამართლა, მას არც მომავალში გაუჭირდება ახალი მწვერვალებისა თუ სიღრმეების დაპყრობა, დასაწყისისთვის კი ჩვენ მიერ შემოთავაზებული გაკვეთილები სავსებით საკმარისია.

ვიწყებთ ვარჯიშს
ვარჯიში ორგანიზმისთვის რომ მეტად სასარგებლოა, ბავშვმაც კი იცის, მაგრამ როდიდან დავაწყებინოთ ის პატარებს? ამის თაობაზე პედიატრები დღემდე კამათობენ. ერთნი მიიჩნევენ, რომ ახალშობილისთვის ფიზიკური დატვირთვა მიუღებელია და ვარჯიში მხოლოდ და მხოლოდ 2-3 თვის ასაკიდან უნდა შევაპაროთ. არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც ბავშვის ვარჯიში და გაკაჟება დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ. არჩევანი მშობლებზეა.
თუ გადაწყვიტეთ, პაწაწინა მოუსვენარ არსებას თავად ჩაუტაროთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
. ახალშობილისა თუ თვეების ბავშვის ვარჯიშისთვის საუკეთესო პერიოდი საფენის გამოცვლის დროა, რადგან შიშველი პატარა გაცილებით იოლად მოძრაობს და, რაც მთავარია, მშვენიერ გუნებაზეა. შესაბამისად, სავარჯიშოდ შესახვევი მაგიდა გამოგადგებათ, თუმცა მის მაგივრობას ჩვეულებრივი მაგიდაც გაგიწევთ, რომელზეც 3-4 სმ სისქის ნაჭერს დააფენთ. უმჯობესია (უფრო მოხერხებულია!), ქსოვილი არ სრიალებდეს.
. სასურველია, ბავშვი ყოველდღე ავარჯიშოთ, ამასთანავე, დღეში რამდენჯერმე. პაწიასთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი იმდენად იოლი შესასრულებელია, რომ ნუ იჯავრებთ – ის თქვენს საყვარელ არსებას, თუნდაც დღეში 4-5-ჯერ გაავარჯიშოთ, მაინც ვერ დაღლის.
. ავარჯიშეთ ბავშვი კვებამდე ნახევარი საათით ადრე ან კვებიდან ერთი საათის შემდეგ.
. ოთახი, სადაც პატარას ავარჯიშებთ, კარგად უნდა იყოს განიავებული, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსს უნდა უდრიდეს.
. თითოეული ტიპის ვარჯიში სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროთ, თორემ სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.
. ვარჯიშის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თუ მეტისმეტს მოინდომებთ, პატარასაც დაღლით და, გვერწმუნეთ, თვითონაც მალე მოგბეზრდებათ.
. ვარჯიშის დროს ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი. ეცადეთ, პაწაწინას ალერსი არ მოაკლოთ, ხშირად გაუღიმოთ, სასიყვარულო სიტყვები უთხრათ, ერთი სიტყვით, ვარჯიში არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესადაც აქციოთ.
. თუ პატარას ეს ჯერ არ ძალუძს, ნუ ეცდებით, ვარჯიშის დროს დასვათ, ფეხზე დააყენოთ, აიძულოთ, იცოცოს.
. ვარჯიში პაწაწინას თოთო კანზე ხელის დასმით, მოფერებით დაიწყეთ და დაასრულეთ.
. ხელის დასმასაც თავისი წესი აქვს: უმჯობესია, ხელისგული ამოძრაოთ მტევნიდან მხრისკენ, ტერფიდან საზარდულისკენ, მუცელზე – გვერდებიდან ჭიპისკენ და მის გარშემო საათის ისრის მიმართულებით.
. ბავშვს ნუ ავარჯიშებთ, თუ დაღლილია ან ავად არის.

დოზირებული ფიზიკური დატვირთვა მართლაც საოცრად მარგებელია პატარა ონავარის ჯანმრთელობისთვის, რადგანაც:
. კუნთები სისხლით აქტიურად მარაგდება;
. ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი;
. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია სრულყოფას განიცდის;
. ვარჯიში ორგანიზმზე ზოგადმასტიმულირებელ გავლენას ახდენს.


ერთი, ორი…
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო იოლია მისი გავარჯიშება. ერთი თვის ბავშვისთვის მიზანშეწონილია ვარჯიშთა შემდეგი კომპლექსი:
. დააწვინეთ პატარა მუცელზე ან ზურგზე და ხელის ნაზი მოძრაობით დაუზილეთ გულმკერდი, მუცელი, ზურგი, დუნდულა კუნთები და კიდურები. ასე ბავშვს ვარჯიშისთვის მოამზადებთ.
. საწყისი მდგომარეობა (ს.მ.) – ზურგზე. ცერა თითი მსუბუქად დააჭირეთ ხელისგულზე. ამ დროს ახალშობილი პირს აღებს, ტუჩებს ოდნავ წინ გასწევს, თავს წამოსწევს, მხრის სარტყლისა და ხელის კუნთებს ჭიმავს.
. ს.მ. – ზურგზე. ეცადეთ, პაწაწინა ხელებით თქვენს ცერა თითებს მოეჭიდოს. ამის შემდეგ ბავშვის თავი და გულმკერდი უმნიშვნელოდ წამოსწიეთ, თითქოს ახალშობილის წამოსმას ცდილობთ.
. ს.მ. – მუცელზე. ტერფებზე ხელი მიადეთ და ოდნავ მიაჭირეთ. ამ დროს ბავშვი ხელების მოშველიებით წინ წაცოცებას ეცდება.
. ს.მ. – ზურგზე. გაუშალეთ და მოუხარეთ ხელები. ჯერ ერთდროულად, შემდეგ – მონაცვლეობით.

მემორე-მესამე თვეს ამას შემდეგი ვარჯიშები ემატება:
. ს.მ. – ზურგზე. ბავშვს ხელები აქეთ-იქით გადაუშალეთ, შემდეგ გადაუჯვარედინეთ ისე, რომ ზედა კიდურები გულმკერდს მაქსიმალურად შემოარტყას.
. ს.მ. – ზურგზე. მოჰკიდეთ პატარას ხელი წინამხრის არეში, მტევანთან ახლოს, და მისი ხელები მოკრივესავით ამოძრავეთ.
. ს.მ. – მუცელზე. ცალი ხელი გულმკერდის ქვემოთ ამოუდეთ, მეორე – მოხრილი ფეხების ქვემოთ, წინ კი ყურადღების მიქცევის მიზნით ბრჭყვიალა სათამაშო დაუდეთ. ბავშვი რეფლექსურად ცოცვას დაიწყებს.
. ს.მ. – ზურგზე. მარცხენა ხელი პატარას წვივებზე შემოხვიეთ, მარჯვენათი კი მარცხენა წინამხარი დაუჭირეთ და ბავშვი გვერდზე გადააბრუნეთ. იმ მხარეს, საითაც მის გადაბრუნებას ცდილობთ, ბრჭყვიალა სათამაშო დაუდეთ. ეს ვარჯიში ორივე მხარეს სრულდება.
. ს.მ. – ზურგზე (შემდეგ – მუცელზე). წინ ბრჭყვიალა სათამაშო დაუდეთ, დაელოდეთ, როდის შეაჩერებს მასზე მზერას და ნივთს ადგილი შეუცვალეთ: მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ ამოძრავეთ. ბავშვი მუცელზე დააწვინეთ და იგივე გაიმეორეთ.
. ნელა მოქაჩეთ თითებზე, მერე კი სათითაოდ ამოძრავეთ წრიულად ჯერ საათის ისრის, შემდეგ – საპირისპირო მიმართულებით.

მეოთხე-მეექვსე თვეს კიდევ რამდენიმე სავარჯიშო დაუმატეთ:
. ს.მ. – ზურგზე. მოჰკიდეთ ცალი ხელი წვივებზე, ფეხები მუხლის სახსარში გაუშალეთ და ნაზად გადააბრუნეთ გვერდზე. იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც.
. ს.მ. – ზურგზე. ხელები წვივებში მოჰკიდეთ, ფეხები მუხლებში მოუხარეთ და მუხლები მუცელთან მიატანინეთ, შემდეგ მოხრილი ფეხები აქეთ-იქით გადაუშალეთ, მუხლებში გაუმართეთ და შეატყუპეთ.
. ს.მ. – მუცელზე. სათამაშო ჯერ ახლოს დაუდეთ და ეცადეთ, მისკენ გაცოცდეს, შემდეგ შედარებით შორს გადაიტანეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ "ბრჭყვიალა მიზანი” მეტისმეტად შორს არ აღმოჩნდეს.

აი, უკვე დიდი ვარ!
ვარჯიშები ბავშვის ზრდის შესაბამისად იცვლება და რთულდება. მეექვსე-მერვე თვეს ამგვარად ავარჯიშეთ:
. ს.მ. – ზურგზე. ბავშვს მარჯვენა მუჭში საჩვენებელი თითი ჩაუდეთ, მეორე ხელით კი ფეხები დაუჭირეთ და თქვენს თითზე ჩაბღუჯული ხელი მარცხენა ფეხთან მიატანინეთ. ასე ბავშვს წამოჯდომაში დაეხმარებით.
. დააყენეთ მაგიდაზე პირისახით თქვენსკენ. ხელები იღლიის ქვეშ ამოუწყვეთ და ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარეთ. შემდეგ სცადეთ, ფუმფულა მტევნებზე ხელმოკიდებული გაატაროთ. დაბოლოს, მოჰკიდეთ მხოლოდ ცალი ხელი. თუ ბავშვს უჭირს ვერტიკალურ მდგომარეობაში ტანის დაჭერა, ნუ აიძულებთ.

9-12 თვის ასაკში ბავშვი ამგვარად წაავარჯიშეთ:
. დაიყენეთ გვერდით და სთხოვეთ, ჩაიცუცქოს, შემდეგ კი წამოდგეს და ფეხის წვერებზე აიწიოს. უმჯობესია (რომ არ ვთქვათ – სახალისო), თუ მაგალითს თვითონვე მისცემთ.
. წლის ბავშვისთვის შესანიშნავი ვარჯიში იქნება, თუ ხშირ-ხშირად მისცემთ მარტივ დავალებებს, მაგალითად, დაავალებთ ბურთის მოტანას, კუბიკებისგან სახლის ან პირამიდის აწყობას.
. პატარას ფიზიკური განვითარებას მეტად არგებს, თუ სთხოვთ, კუბზე (ან სხვა მყარ, ოღონდ მცირე, სულ რაღაც 5-8 სმ სიმაღლის საგანზე) აცოცდეს და ჩამოცოცდეს. თუ აღნიშნულ სიმაღლეს პატარა ონავარი იოლად დაიპყრობს, შეგიძლიათ, კიდევ უფრო მაღალ საგანზე ააცოცოთ, მაგალითად, ერთ კუბს ზემოდან მეორე დაადოთ.


მასალა აღებულია aversi.ge -დან

შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:16:42

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2016
Create a free website with uCoz