enki-benki - ლიმონათი და ჯანმრთელობა

- შაბათი, 03.12.2016, 16:42
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1

http://filmix.moy.su/_dr/1/80510173.jpg
ნანახია:454
09.04.2010(12:36)
კატეგორია: დეტექტივი

SIKVATULIT PARIZIDAN


ნანახია:527
09.04.2010(12:53)
კატეგორია: ბოევიკი

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 406
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ლიმონათი და ჯანმრთელობა

რას ითხოვს ყველა კერძი? როგორ გავიხანგრძლივოთ ბავშვობა? რა აგვიხდენს ზღაპრებს? დედაც თუ გვიყვარს, მამაც და მათი საჩუქრებიც მოგვწონს, ყველაფერს მაინც რა გვირჩევნია? არა მგონია, გამოცნობა ვინმეს გაუჭირდეს – ამ მშვენიერ სასმელს მართლაც ბავშვობის გემო აქვს გამოყოლილი, ოკეანის გაღმიდან შემოსულ მის ცნობილ ნაირსახეობას კი კვლავ იმ თავისუფლების სიტკბო დაჰკრავს, რკინის ფარდის მიღმა წლობით რომ შევნატროდით. დღეს მან ლამის წყალი შეგვიცვალოს, ხოლო ჩვენს შვილებს რძის ნაცვლად კოკა-კოლა შეაშრეთ პირზე...
მოდით, ვნახოთ, რას ვთავაზობთ ორგანიზმს, როცა მოწყურებულები ხელს ლიმონათისკენ ან კოლასკენ ვიწვდით.


შხამის ძიებაში
კოკა-კოლას, დღიდან პირველი ჩამოსხმისა, ბევრჯერ უჩივლეს, როგორც შხამიანსა და საზიანოს, მაგრამ ვერაფერიც ვერ დაუმტკიცეს. დროდადრო პრესაში ჩნდება ცნობები ამა თუ იმ კომპონენტის მავნებლობის შესახებ, ეს არის და ეს.
1990-იანი წლებიდან ამ გამაგრილებელ სასმელში ცნობილი კარცინოგენი ბენზოლი აღმოაჩინეს. მიზეზი ჯერ ნახშირორჟანგის დაბინძურება ეგონათ, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბენზოლი ბენზოატებისა და ასკორბინმჟავას ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ, რომელიც მრავალი წელია, ამ საკითხს სწავლობს, აღმოაჩინა, რომ სასმელებში ბენზოლის დონე ოთხჯერ აჭარბებს სასმელი წყლისთვის მათ მიერვე მიღებულ სტანდარტს. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დასკვნის თანახმად, ბენზოლის ეს ოდენობაც კი არავითარ საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელს.
ასევე დიდხანს კამათობდნენ დამატკბობლების შესახებ. ბევრ გამაგრილებელ სასმელს შაქრის ნაცვლად ფრუქტოზით მდიდარი სიმინდის სიროპით ატკბობენ. ეს უკანასკნელი უფრო იაფია, უფრო ტკბილი და პროდუქტის შენახვის ვადასაც ახანგრძლივებს. ზოგიერთი დიეტოლოგი შიშობს, რომ შესაძლოა, ფრუქტოზამ ჭარბი წონის პრობლემა უფრო გააღრმავოს. არსებობს მოსაზრება, რომ ფრუქტოზა საქაროზაზე უფრო ადვილად გარდაიქმნება ცხიმად. თუმცა ეს თეორია ჯერჯერობით მხოლოდ თეორიად რჩება და დამტკიცებას საჭიროებს.
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს შაქრის შემცვლელებიც. დღეს მედიცინას მათი მავნებლობის შესახებ დასაბუთებული მტკიცებულება არ მოეპოვება. ერთადერთი გამონაკლისია ასპარტამი, რომელიც იშვიათი გენეტიკური პათოლოგიით – ფენილკეტონურიით დაავადებულებს ეკრძალებათ.

ფუჭი კალორიები
მოგეხსენებათ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს. ამიტომ გრამებისა და პროცენტების ლაბირინთებში რომ არ დაიბნეთ, უბრალოდ, წარმოიდგინეთ მოზრდილ ჭიქაში გახსნილი 14 ჩაის კოვზი შაქარი. სწორედ ამდენს შეიცავს ნახევარი ლიტრი კოკა-კოლა, ხშირად ერთ ჯერზე რომ გამოვუყვანთ ხოლმე წირვას. ეს კი თითქმის 300 კალორიაა, ანუ დაახლოებით 6 ვაშლი, 200 გ ქათმის ხორცი ან 3 კგ კომბოსტო. ბუნებრივია, პირველი ვერც დაგანაყრებთ, ვერც საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა თუ მინერალების დანაკლისს შეგივსებთ, მაგრამ ზედმეტი კალორიები წელსა და თეძოებზე მოკალათებაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან. ჭარბ წონასა და სიმსუქნეზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ლამის ეპიდემიის მასშტაბი მიიღოს, თანაც საშიშ დაავადებებს: არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, ონკოლოგიური პათოლოგიებს უკავშირდება… რიცხვები გაინტერესებთ? გაცხიმოვნებით დაავადებულთა ნახევარს წნევა მომატებული აქვს, გამხდრებში კი მაღალწნევიანთა პროცენტული მაჩვენებელი 10-ს ძლივს აჭარბებს. ჩათქვირებულთა 65%-ს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად აქვს მომატებული და, შესაბამისად, სისხლძარღვებიც დაზიანებული, ამიტომ მიოკარდიუმის ინფარქტიც 4-5-ჯერ მეტად ემუქრება. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ათიდან რვა შემთხვევაში ჭარბწონიანებსა და მსუქნებს ემართებათ, რომელთაც ნორმალური წონა რომ ჰქონოდათ, დაავადება კარზე არ მიუკაკუნებდათ. სწორედ ჭარბი კილოგრამების წყალობით არის, რომ არც დიაბეტი ტიპი 2, არც მაღალი წნევა თუ მიოკარდიუმის ინფარქტი ბავშვებს შორისაც კი აღარ ითვლება იშვიათობად.
გასუქებაში, რასაკვირველია, მხოლოდ ლიმონათსა თუ კოკა-კოლას ვერ დავდებთ ბრალს (თუმცა ვერც ჯანსაღი კვების მოკავშირეობას დავაბრალებთ). ფაქტი ის არის, რომ ჭარბწონიანთა რიცხვთან ერთად გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მომხმარებელთა რაოდენობაც კატასტროფულად იზრდება. ამერიკული სტატისტიკით, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე გაზიანი ტკბილი სასმელების გაყიდვამ ოთხჯერ, თინეიჯერებში კი ლამის ექვსჯერ მოიმატა. ბავშვები მათი ყველაზე აქტიური და ერთგული მომხმარებლები არიან. საერთოდ კი ამერიკელები ყოველწლიურად 54 მილიარდ დოლარს ხარჯავენ 53 მილიარდი ლიტრი კოკა კოლას, პეპსის, ცივი ჩაისა და მსგავსი სასმელების შესაძენად. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დღეში 330 მლ ტკბილი სასმელი თვეში დაახლოებით 300გ-ს გვმატებს. მეცნიერთა მეორე ჯგუფი კი 8 წლის განმავლობაში 50 000 მედდას "ლიმონათურ” ჩვევებს აკვირდებოდა და თან მათ წონასა და დიაბეტის რისკსა თუ განვითარებას აღნუსხავდა, შედეგად კი დაასკვნა, რომ დღეში ერთი ჭიქა ან მეტი ტკბილი გამაგრილებელი სასმლის მსმელებს დიაბეტის ჩამოყალიბების 80%-ით მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე მათ, ვისაც ასეთი ნუგბარი თვეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად ახსენდება.
გაითვალისწინეთ: არც გამაგრილებელი სასმელების ე.წ. მსუბუქ (Light) ვარიანტებზე გადასვლაა გამოსავალი. მხოლოდ შაქრის გამორიცხვა სასმელს სასარგებლოდ ვერ აქცევს – ის მაინც განაგრძობს ორგანიზმის მომარაგებას შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც ფუჭი კალორიებით.

სიმაგრის დანაკლისი
ცარიელ კალორიებს რომ თავი დავანებოთ, გაზიანი სასმლით გაჭყეპილს რძის ან ხილის ნატურალური წვენის დალევას ძნელად თუ აიძულებს ვინმე. მით უმეტეს, თუ საქმე ბავშვს ეხება, რომლისთვისაც ლიმონათი საკვების დამატება კი არა, შემცვლელიც შეიძლება იყოს. საჭირო ნივთიერების დანაკლისმა კი შესაძლოა მთელ შემდგომ ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, კალციუმის მუდმივი დანაკლისი გავრცელებულ პათოლოგიას ოსტეოპოროზს იწვევს. სტატისტიკური მონაცემებით, 50 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ქალსა და ყოველ მეხუთე მამაკაცს ოსტეოპოროზი ემუქრება. ამასთანავე, ბოლო ხანს დაავადებას უფრო ახალგაზრდებშიც ვხვდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზი ყოველწლიურად მხოლოდ ბარძაყის 1,66 მილიონ მოტეხილობას იწვევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი ოთხჯერ გაიზრდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუმცა დაავადება უმთავრესად ასაკოვნებს შორის იჩენს თავს, მისი ჩასახვა, ჩვეულებრივ, მოზარდობისას ხდება. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ძვლოვანი მასა, ამიტომაც კალციუმის აუცილებელი ოდენობის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მინერალის შეწოვისთვის მნიშვნელობა აქვს საკვებში ფოსფორის შემცველობასაც. მათი საუკეთესო თანაფარდობა რძის პროდუქტებშია, ამიტომაც ამ წყაროდან ორგანიზმი კალციუმს ყველაზე უკეთ ითვისებს.
კალციუმის არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი დიდი ოდენობით შეიცავს ფოსფორმჟავას, რომელიც კალციუმის შეწოვას უფრო მეტად აფერხებს.


დაცხრილული მარგალიტები
ტკბილი სასმელებისა და კარიესის კავშირი კარგა ხანია დამტკიცებულია. ლიმონათებში საკმაოდ ბევრი მარტივი ნახშირწყალია: გლუკოზა, ფრუქტოზა თუ საქაროზა. პირის ღრუში არსებული ბაქტერიები მათგან მჟავას წარმოქმნიან, რაც კბილის ღრმულების გაჩენას უწყობს ხელს. ასე რომ, რაც უფრო მეტს მიირთმევთ, მით მეტია კბილების დაზიანების რისკი. ყველა სიკეთესთან ერთად, ბევრი საყვარელი სასმელი მჟავა გარემოს ქმნის. ზოგიერთი მათგანის pH 3-ზე ნაკლებიც კია. ეს თავისთავად საშიში არ გახლავთ, მრავალ სრულიად უვნებელ საკვებს, ვთქვათ, 100%-იან ფორთოხლის წვენს, pH კიდევ უფრო დაბალი აქვს. საქმე ის არის, რომ მჟავა გარემოსა და შაქრის კომბინაცია, თანაც – ხანგრძლივად და დიდი რაოდენობით, კბილებს ნამდვილად მძიმე დღეში აგდებს. თუ გსურთ, კიჭებს ცოტა შვება მისცეთ, მაგრამ კოლას ვერაფრით ელევით, მოკავშირედ უბრალო ჩხირს უხმეთ. ამ დროს სასმელი ენის ძირიდან პირდაპირ საყლაპავისკენ გარბის, ისე რომ, კბილების მოსანახულებლად ნაკლები დრო რჩება. რაც შეეხება კბილების გახეხვას, უშუალოდ ტკბილი სასმლის მიღების შემდეგ არ გირჩევთ – მჟავას თანხლებით ხეხვამ მინანქარი შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს.

მასალა აღებულია aversi.ge -დან

შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:16:42

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2016
Create a free website with uCoz