- პარასკევი, 26.04.2024, 12:18
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
Пентхаус

http://img6.immage.de/edit_17032c1c0a20528b.jpg
ნანახია:1572
09.04.2010(13:25)
კატეგორია: კომედია

ხილი ჟელეში


ნანახია:1507
03.04.2010(21:24)
კატეგორია: დესერტი

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
წვენები პატარებისთვის
ამბობენ, რომ სურსათი ორ ნაწილად იყოფა: სასარგებლო პროდუქტებად და გემრიელ პროდუქტებად. სხვების რა მოგახსენოთ, წვენებს კი ნამდვილად გაუმართლა – ისინი ორივე ნუსხაში სავსებით დამსახურებულად იკავებს ადგილს.
წვენს ბავშვი ლამის დედის რძესთან ერთად უსინჯავს გემოს. აქედან შეიძლება ერთი მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ: ხილისა და ბოსტნეულის წვენები უამრავ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომლებიც პაწაწინას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
წვენები არც დიდებს აწყენთ, მაგრამ განსაკუთრებით მარგებელი მაინც ბავშვებისთვის არის, რომლებსაც ჰაერივით სჭირდება ვიტამინები.
წვენები განსაკუთრებით აქტუალური ზამთარში ხდება. წელიწადის თბილ დროს ხილი უხვადაა და მათი წყალობით პატარების რაციონი ვიტამინების დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ აცივდება თუ არა, ვიტამინების საწყობი ცარიელდება, ამიტომ მშობლები უფრო ხშირად სთავაზობენ პაწაწინებს, პირი წვენით ჩაიტკბარუნონ.
ნატურალურია ბუნებრივი?
ბუნებრივს ვიტყვით თუ ნატურალურს, ორივე შემთხვევაში ხილიდან გამოწურულ სითხეს ვგულისხმობთ, რომლის შექმნაში არავითარ ქიმიურ მაქინაციას არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა ჭრელჭრულ კოლოფებში ჩამოსხმულ წვენებში ეჭვი მაინც შეგვაქვს, მერე შენახვის ვადას ვკითხულობთ და გვიკვირს: ნუთუ შეიძლება, ხილის ნატურალურმა წვენმა ასე დიდხანს გაძლოს?
ვიდრე ვარგისობის ვადას შევეხებოდეთ, თვალი გადავავლოთ თავად წვენის დამზადების ტექნოლოგიას (რომელსაც გამოყენების ვადასთან პირდაპირი კავშირი აქვს!).
ნატურალური წვენი ორგვარად მზადდება: პირდაპირი გამოწურვით და აღდგენით. პირველზე აღარ შევჩერდებით, რადგან ტექნოლოგიის არსი სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა, თუმცა დეტალური ანალიზისგან თავს შევიკავებთ და მოკლე აღწერას დავჯერდებით: ხილი ან ბოსტნეული იწურება, მშრალი მასა მუშავდება, ბოლოს კი დამუშავებულ მასას წყალი ემატება. ამ ტექნოლოგიით დამზადებული წვენი უფრო გემრიელია, რადგან არა მარტო რბილობს, არამედ კანსაც შეიცავს.
პირდაპირი გამოწურვის გზით დამზადებული წვენი ნაკლებად გამძლეა. მისი შენახვის ვადა, როგორც წესი, 3 თვეს არ აღემატება, უმეტესად კი 20-30 დღეა.
მეორე მეთოდი უფრო რთულია, სამაგიეროდ, მიღებული ნაწარმი უფრო მეტხანს – 6-9 თვეს ინახება. ზოგიერთი საწარმო შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადის მქონე პროდუქციასაც გვთავაზობს და გვარწმუნებს, რომ მათი წვენები ორ წლამდე ძლებს. არჩევანი, რაღა თქმა უნდა, თქვენზეა.
რა სარგებლობა მოაქვს წვენს?
წვენები ვიტამინებისა და მინერალების თხევადი საწყობია, თუმცა ყველაზე მეტი მათში მაინც C ვიტამინი, რკინა და კალიუმია. მათი შემცველობა (ისევე, როგორც სხვა კომპონენტებისა) ხილის სახეობაზეა დამოკიდებული.
წვენები მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით, ორგანული (ლიმონის, ვაშლის) მჟავებითა და უჯრედისით. ეს უკანასკნელი ნაწლავთა მოქმედებას უწყობს ხელს, ამიტომ შესაძლოა, წვენის მიცემისას პატარა პირველ ხანებში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა (უმეტესად – დეფეკაციის გახშირებამ) შეაწუხოს.
დაიხსომეთ: მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილია წყალში განზავებული წვენის მიცემა. კონცენტრირებულმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს.
სხვადასხვა ხილის წვენს სხვადასხვა ღირსება აქვს. მოდი, თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანს.
ვაშლის წვენი: მასში უხვადაა პექტინი და სხვადასხვა სასარგებლო მიკროელემენტი, რომელთაც სათავეში რკინა უდგას. მართალია, ვაშლიდან ეს ელემენტი ორგანიზმში ნაკლებად შეიწოვება, მაგრამ ვიტამინებთან ერთად თავის კეთილ საქმეს მაინც აკეთებს.
ბავშვებს უმჯობესია მწვანე და ბაცი ყვითელი ვაშლის წვენი მივცეთ. წითელმა და ნარინჯისფერმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. თუ პატარა ალერგიისკენ არ არის მიდრეკილი და წითელი ვაშლის წვენის დეგუსტაციამ მშვიდობიანად ჩაიარა, შეგიძლიათ, მომავალშიც გულმშვიდად ასვათ. საზოგადოდ, წვენების მწარმოებელი კომპანიები თავიანთ პროდუქციას, რომელიც უპირატესად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, სწორედ ვაშლის მწვანე ჯიშებისგან ამზადებენ.
ყურძნის წვენი: იგი ნახშირწყლებით არის მდიდარი და მეტად კალორიულია. განსაკუთრებით მარგებელია იმ პატარებისთვის, რომლებსაც წონის დეფიციტი აქვთ ან ცუდად ჭამენ. ჭარბწონიანი ბავშვებისთვის კი ყურძნის წვენის სმა მიზანშეწონილი არ არის.
სტაფილოს წვენი. სტაფილო, მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერია, ალერგიულ რეაქციას, ფაქტობრივად, არ იწვევს. ამ თვისების გამო მას ბავშვთა საკვების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ. მეტად სასარგებლოა მისი წვენიც, რომლის მიცემაც მცირე ასაკიდან შეიძლება.
სტაფილოს წვენი მდიდარია A ვიტამინითა და კაროტინით (A ვიტამინის წინამორბედით) და ძალზე მარგებელია ბავშვის ორგანიზმისთვის.
წვენის სმას თავისი წესი აქვს. მისი მიღება სასურველია ჭამამდე ან მისგან დამოუკიდებლად და, აი რატომ:
ხილსა და წვენებს კუჭ-ნაწლავი სხვაგვარად გადაამუშავებს – ისინი არ ყოვნდება კუჭში, სწრაფად გადაინაცვლებს თორმეტგოჯა ნაწლავში და იქ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება. ამიტომ სასურველი არ არის, წვენები და ხილი ბავშვს სხვა საკვებთან ერთად მივცეთ – ამ შემთხვევაში ისინი ტყუილუბრალოდ დაყოვნდება კუჭში.
მაინც, რამდენი?
თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, სასურველია, წვენი 3-4 თვიდან გაასინჯოთ. ხელოვნური კვების შემთხვევაში წვენებთან მეგობრობის დაწყება უფრო ადრე, დაახლოებით 1,5-2 თვიდან არის მიზანშეწონილი.
თავდაპირველად ბავშვს ნახევარი ჩაის კოვზი წვენი მიეცით. შემდეგ მისაღები რაოდენობა, რომ არ დაიბნეთ, ამ ფორმულით განსაზღვრეთ: 10 მლ X N, სადაც N თვეებით გამოხატული ასაკია. თუ ამ ფორმულით (და, რაღა თქმა უნდა, წინაპრებისა და პედიატრების ერთობლივი გამოცდილებით) ვისარგებლებთ, გამოვა, რომ წლის ბავშვმა დღეში დაახლოებით 100 მლ წვენი უნდა დალიოს. მოცულობა ფრთხილად, თანდათან გაზარდეთ და დააკვირდით პაწაწინას, ხომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ამავე დროს, დაიხსომეთ, რომ უმჯობესია, თავდაპირველად ერთი სახეობის ხილის წვენი მისცეთ. თუ ბავშვი ნარევს დალევს, არასასურველი ეფექტის შემთხვევაში ძნელი მისახვედრი იქნება, რომელმა კომპონენტმა გამოიწვია კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება თუ ალერგია.
საზოგადოდ, მიიჩნევენ, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა ის ხილი (და, შესაბამისად, იმ ხილის წვენი), რომელიც მის სამშობლოში მოდის. ასე რომ, ურიგო არ იქნება, თუ წლამდე მაინც თავს აარიდებთ ბავშვისთვის ეგზოტიკური ხილის (მანგოს, პაპაიას, ანანასის) წვენების მიცემას. ჩვილისთვის მაინცდამაინც არც დაწურული ციტრუსია სასურველი, მით უფრო – 6-7 თვემდე.
უმჯობესია, ბავშვს თავდაპირველად ვაშლის წვენი გაასინჯოთ, შემდეგ – მსხლისა და გოგრის. 5 თვიდან დაუმატეთ ქლიავის, ატმის, გარგარის წვენები. თუ პატარა რამდენიმე ერთკომპონენტიანი (მაგალითად, მარტო ვაშლის ან მარტო მსხლის) წვენით იტკბარუნებს პირს და არც ალერგია აწუხებს და არც კუჭი უღიზიანდება, შეგიძლიათ, მათი კომბინაცია შესთავაზოთ, მაგალითად, ვაშლის, მსხლისა და სტაფილოსი.
ქარხნული წესით დამზადებულ წვენს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, შეფუთვაზე ასაკი აუცილებლად ექნება მითითებული.

მასალა აღებულია aversi.ge -დან
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:12:18

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz