- პარასკევი, 29.03.2024, 17:43
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1


ნანახია:1660
30.03.2010(23:21)
კატეგორია: კლიპები

apokalips


ნანახია:1750
09.04.2010(19:48)
კატეგორია: ფანტასტიკა

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ჩუტყვავილა და მისი გართულებები
11:52
ჩუტყვავილა და მისი გართულებები

ჩუტყვავილა და მისი გართულებები

შემოდგომაზე და ზამთარში ჩუტყვავილა ხშირდება. მისი გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია.

ვის ემართება ჩუტყვავილა?

ათიდან ცხრა დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია. 2-3 თვის პატარები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ამ ინფექციისგან, ფაქტობრივად, დაზღვეულნი არიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს პასიური იმუნიტეტი არ გადაეცემა. ასეთ დროს ის ტრანსპლაცენტური გზით ინფიცირდება. მოსალოდნელია ახალშობილის დაავადებაც, თუ დედამ ორსულობის უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფობა გადაიტანა. ინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, თანაც რაც უფრო ასაკოვანია ავადმყოფი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ინფექციის წყარო ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანია. გამომწვევი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღეს მისი გაქრობის შემდეგ. როდესაც უკანასკნელი გამონაყარი ფუფხად იქცევა, ავადმყოფი საშიში აღარ არის - ფუფხი ვირუსს არ შეიცავს.



როგორ ვლინდება დაავადება

საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 10-21 დღეა, უმეტესად - 14 დღე. ტემპერატურა ამ დროს ნორმალური ან სუბფებრილურია (37-დან 37,3 გრადუსამდე). გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე.



სად ჩნდება გამონაყარი და როგორია იგი?

გამონაყარი პირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ნაწილში, კიდურების დისტალურ (პერიფერიულ) ნაწილებზე. თავდაპირველად წითელ ლაქებს ან პაპულებს (კანის ზედაპირიდან წამოწეულ წარმონაქმნებს) წააგავს, რამდენიმე საათში კი ერითემულ ფონზე (გაწითლებულ კანზე) დაყრილ ოვალურ ან მრგვალ გამჭვირვალე ბუშტუკებად - ვეზიკულებად იქცევა. მათი შიგთავსი მალევე იმღვრევა. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება. ფუფხის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ წარმოიქმნება. სამაგიეროდ, რჩება კანის მუქი პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ფერმკრთალდება, ხოლო 2-3 თვეში სულმთლად ქრება. ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე) გამონაყარი მალე იქერცლება და ტოვებს ზედაპირულ ეროზიებსა და წყლულებს, რომლებიც 5-7 დღის შემდეგ მთლიანად ხორცდება.
გამონაყარი უხვია და ტალღისებური ხასიათი აქვს - 1-2-დღიანი ინტერვალებით წარმოიქმნება. ამ დროს წინა ტალღა ჯერ კიდევ არ არის ჩამცხრალი, ამიტომ კანზე ერთდროულად აღინიშნება ლაქოვან-პაპულური, ვეზიკულური წარმონაქმნები და ფუფხი. ასეთ გამონაყარს პოლიმორფულს უწოდებენ. ყოველ ახალ ტალღას ტემპერატურული რეაქცია სდევს თან. გამონაყარის მაქსიმალური გამოვლინებისას ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, კანის ქავილსა და ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებს. შესაძლოა, გამონაყარი ხორხშიც წარმოიქმნას და კრუპის სინდრომი განვითარდეს. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ერთეულია. ტემპერატურა ზოგჯერ არც იმატებს, უმეტესად კი 37,5-38 გრადუსს არ აღემატება. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საშუალო სიმძიმის ფორმისას ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს. მძიმე ფორმისას ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ზოგჯერ - უფრო მეტადაც. მკვეთრად არის გამოხატული ნეიროტოქსიკოზი. ვითარდება კრუნჩხვა, მენინგოენცეფალიტის სურათი. გამონაყარის ელემენტები ამ დროს უფრო დიდი ზომისაა და თითქოს განვითარების ერთ-ერთ სტადიაშია გაჩერებული. არ არის გამორიცხული, დაავადება ატიპურად - ჰემორაგიული, განგრენული ან გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობდეს. გენერალიზებული ფორმები გვხვდება ახალშობილებსა და ზრდასრულ პირებში, რომელთაც აქვთ მძიმე თანმხლები დაავადება და ხანგრძლივად მკურნალობდნენ სტეროიდული ჰორმონებით.



ჩუტყვავილა ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებში

ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება თავისებურად მიმდინარეობს, რაც ზოგადი ინტოქსიკაციის უფრო მკვეთრი გამოვლინებით გამოიხატება. ჩვილი მოდუნებულია, რასაც პერიოდულად ცვლის აგზნება (ნეიროტოქსიკოზი), აღინიშნება ღებინება, უმადობა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ტემპერატურა ნორმალურიც შეიძლება იყოს და სუბფებრილურიც, რაც ჩვილის ორგანიზმის სისუსტითა და უმწიფრობით აიხსნება. გამონაყარი უფრო გვიან - მე-2-5 დღეს ჩნდება, უხვია, პოლიმორფული. მის პიკზე ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს. პროგრესირებს ნეიროტოქსიკოზი კრუნჩხვითა და მენინგოენცეფალიტის სურათით. გამონაყარი ჰემორაგიულ ხასიათს იღებს.



თანდაყოლილი ჩუტყვავილა

თუ დედა ჩუტყვავილათი ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაავადდა, შესაძლოა, ვირუსმა ემბრიონზე დამღუპველად იმოქმედოს. იშვიათია ემბრიოპათიები და ფეტოპათიები (თანდაყოლილი სიმახინჯეები).
თანდაყოლილი ინფექციისას საინკუბაციო პერიოდი 6-16 დღეს შეადგენს. ვითარდება დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმა, არცთუ იშვიათად ინფექცია გენერალიზებულ ხასიათს იღებს - შინაგან ორგანოებს აზიანებს და ლეტალური შედეგით სრულდება. დაავადების სიმძიმე ნაყოფის ინფიცირების დროზეა დამოკიდებული. თუ ორსულს ინფექცია მშობიარობის წინ შეხვდა, ახალშობილს ჩუტყვავილა სიცოცხლის მე-5-10 დღეს გამოაჩნდება. დაავადება ამ დროს მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად ლეტალურად სრულდება. მშობიარობამდე 5-10 დღით ადრე ორსულის ინფიცირებისას ახალშობილს ჩუტყვავილა დაბადებისთანავე გამოაჩნდება. ამ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. ლეტალური დასასრული მოსალოდნელი არ არის.



გართულებები

დაავადება შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს და აბსცესი განვითარდეს. საქმე ის არის, რომ გამონაყარი მქავანაა, ბავშვი ვერ ითმენს და კანს ფრჩხილით იკაწრავს, დაზიანებულ კანში კი ინფექცია იჭრება. შედეგად ვითარდება ფლეგმონა, წითელი ქარი და სხვა გართულებები. გარდა ზემოხსენებული ვირუსული ენცეფალიტისა, ჩუტყვავილას ტიპური გართულებაა ცერებრული ატაქსია. ენცეფალიტი უმეტესად ფუფხის სტადიაში ვლინდება. ამ დროს გამოყრა დასრულებულია, ავადმყოფი ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს და პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ენცეფალიტის განვითარება დაავადების სიმძიმეს არ უკავშირდება - შესაძლოა, ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ენცეფალიტით არ გართულდეს. ენცეფალიტისთვის დამახასიათებელია ბავშვის თვალშისაცემი მოდუნება - მიუხედავად იმისა, რომ პროცესი გამოჯანმრთელებისაკენ მიდის, პატარა ითენთება, გამუდმებით ძილად არის მივარდნილი, უარს ამბობს ჭამაზე, ტემპერატურა ზოგჯერ იმატებს, ზოგჯერ ნორმის ფარგლებში რჩება. 48-72 საათში სიმპტომები თითქმის მთლიანად ალაგდება. ასიდან 15 შემთხვევაში აღინიშნება ნარჩენი მოვლენები - კრუნჩხვები და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა.



მკურნალობა

მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები: ბავშვს ყოველდღე გამოვუცვალოთ ტანსაცმელი და თეთრეული, პირის ღრუში ყოველი ჭამის შემდეგ გამოვავლოთ წყალი. ქავილის დასაცხრობად დამამშვიდებელი საშუალებები ინიშნება. პატარა ბავშვებს აცმევენ ხელთათმანებს, აჭრიან ფრჩხილებს. ვეზიკულებს ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით ან კალიუმის პერმანგანატის 1-2%-იანი ხსნარით ამუშავებენ. მეორეული, ბაქტერიული ინფექციის დართვისას ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე ინტოქსიკაციისას სადეზინტოქსიკაციო ხსნარის წვეთოვან გადასხმას მიმართავენ. ანტივირუსული პრეპარატებიდან იყენებენ ინტერფერონს, იმუნოგლობულინს. დაავადების პირველ 24 საათში ეფექტიანია აციკლოვირი. ენცეფალიტით გართულებისას უნიშნავენ ჰორმონებს, აციკლოვირის ინტრავენურ ფორმას 7 დღის განმავლობაში.



როგორ დავიცვათ თავი?

აქტიური პროფილაქტიკისთვის იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს. ვაქცინა ეფექტიანია, თუ მას ავადმყოფთან კონტაქტამდე ან კონტაქტის შემდეგ უმალვე შევიყვანთ. რეკომენდებული დოზაა 0,5მლ კანქვეშ ან კუნთებში. ვაქცინაცია 12 თვიდან ტარდება. ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება. ჩუტყვავილას ვაქცინის შეყვანა სხვა ვაქცინებთან ერთადაც შეიძლება, ოღონდ ცალ-ცალკე შპრიცით. პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს დაავადება ისე გახშირდა, კალენდარში მისი შეტანა მართლაც გონივრული იქნებოდა - იმუნიზაცია ხომ ფარია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ!

სტატია აღებულიაmkurnali.ge -დან

კატეგორია: ბავშვთა ინფექციები | ნანახია: 5243 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:17:43

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz