- სამშაბათი, 19.03.2024, 12:39
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
Fringe


ნანახია:1568
11.04.2010(21:33)
კატეგორია: სერიალები

1


ნანახია:1398
07.04.2010(14:25)
კატეგორია: პატარებისთვის

1


ნანახია:1326
07.04.2010(14:39)

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » პარაყივანახველა
11:25
პარაყივანახველა

პარაყივანახველა

ამჯერად გესაუბრებით მწვავე ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც უპირატესად ათ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ჩვენი სტუმარია ბავშვთა ინფექტოლოგი ნანა მღებრიშვილი.

- მშობლებს და არცთუ იშვიათად ექიმებსაც ერთმანეთში ერევათ ყივანახველა და პარაყივანახველა. რა განსახვავებაა მათ შორის?

- პარაყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ყივანახველის კლინიკური ნიშნები ახასიათებს, იმ განსხვავებით, რომ უფრო ნაკლებ ხანს - მაქსიმუმ 2-3 კვირას გრძელდება და იოლად, გართულებათა გარეშე მიმდინარეობს.
პარაყივანახველა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყივანახველისგან განსხვავებით, ის უმეტესად 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. წლამდე ასაკის პატარებში ეს დაავადება იშვიათია.
ინფექციის წყაროა ავადმყოფი, შედარებით იშვიათად - ბაქტერიამატარებელი. ხშირია დაავადების აფეთქება ბავშვთა ორგანიზებულ კოლექტივში (სკოლაში, საბავშვო ბაღში). ხველისას ბავშვი გარემოში აფრქვევს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და საფრთხეს უქმნის თანატოლებს.

- რა ნიშნები ახასიათებს პარაყივანახველას?

- დაავადება უმეტესად ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. იწყება ხველით, რომელიც თანდათან ძლიერდება. ზოგჯერ სპაზმურ, შეტევით ხასიათსაც იღებს. აღინიშნება რეპრიზი (მასზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ) და ღებინება. ასეთ შემთხვევაში პარაყივანახველა მოგვაგონებს ყივანახველას - მკაფიოდ არის გამოხატული დაავადების სამივე კლინიკური პერიოდი: კატარული, სპაზმური ხველისა და გამოჯანმრთელებისა, თუმცა სპაზმური ხველის ხანგრძლივობა და სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე ყივანახველის დროს - დღე-ღამეში 5-7 შეტევას არ აღემატება. კატარული პერიოდი ვითარდება თანდათანობით, სუსტი მშრალი ხველით სპეციალური თვისებების გარეშე. თან სდევს სურდო. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ავადმყოფი განაგრძობს ბაღსა თუ სკოლაში სიარულს.
მეორე, სპაზმურ ფაზაში დაავადება თანდათანობით გადადის. ვითარდება სპაზმური ხველის მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეტევები, რომელთა დამახასიათებელ ნიშანსაც წარმოადგენს სწრაფი ამოსუნთქვის ბიძგების სერია ჩასუნთქვის ინტერვალის გარეშე. ხველის ბიძგების დასრულებას მოჰყვება ძლიერი მსტვენი ჩასუნთქვა, რასაც სპაზმურად შევიწროებული ხმოვანი ნაპრალის ჰაერით ფორსირება განაპირობებს. სწორედ ეს არის რეპრიზი.
სპაზმური ხველის შეტევა იწყება უეცრად, ხანმოკლე წინამორბედი სიმპტომებით, ერთგვარი აურით: ბავშვებს მოუსვენრობა ეუფლებათ, ეძებენ საყრდენ წერტილს, უჩივიან ყელში ფხაჭნის შეგრძნებას, სიმძიმეს გულმკერდის არეში. სპაზმური ხველის შეტევის დროს ავადმყოფი წითლდება ან ლურჯდება, თვალები გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული აქვს, ენას ბოლომდე ყოფს, ენის წვერი კი ზემოთ აქვს აწეული. ძლიერდება ნერწყვისა და ცრემლის დენა. კისრის ვენები დაბერილი და დაჭიმულია. შეტევა მანამდე გრძელდება, ვიდრე ბავშვი ლორწოს არ ამოახველებს. ზოგჯერ შეტევა ღებინებით მთავრდება. სპაზმური ხველის ღებინებასთან შერწყმა იმდენად ტიპური სიმპტომია, რეპრიზი რომც არ განვითარდეს, მაინც პარაყივანახველა უნდა ვიეჭვოთ.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- პარაყივანახველის დიაგნოზის დასმა გარკვეულ სირთულეს უკავშირდება, ვინაიდან ტიპური მიმდინარეობა შემთხვევათა მესამედს თუ ახასიათებს. დანარჩენ შემთხვევებში პარაყივანახველა მიმდინარეობს წაშლილი ფორმით, სპაზმური ხველის გარეშე, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსი ბრონქიტის ტიპის ხველით. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბაქტერიოლოგიური, რეოლოგიური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მეშვეობით. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ისეთივე ცვლილებებს, როგორსაც ყივანახველის დროს - ლეიკოცი-ტებისა და ლიმფოციტების მომატებას.

- რამდენად ეფექტურია ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

- მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია. რაც შეეხება ანტიბიოტიკს, იგი ინიშნება კატარული და სპაზმური ხველის პირველ პერიოდში. მოგვიანებით მისი გამოყენება უშედეგოა. ანტიბიოტიკებს უნარი შესწევთ, შეამცირონ ხველის ინტენსივობა, სიხშირე და დაავადების ხანგრძლივობა. ამ პერიოდში ისინი ხელს უშლიან ინფექციის გავრცელებას.
სასურველია, ავადმყოფს ზომიერად ვასვათ სითხე, გადავიყვანოთ მაღალკალორიულ და ვიტამინებით მდიდარ საკვებზე. დადგენილია, რომ სუფთა ჰაერზე თამაში (გარემოს ტემპერატურა არ უნდა იყოს 100C-ზე ნაკლები) სპაზმურ შეტევებს აიშვიათებს.

- არსებობს თუ არა პარაყივანახველის საწინააღმდეგო აცრა?

- ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აცრები არ ტარდება. საჭიროა ზოგადი პროფილაქტიკური ღონისძიებები, ხოლო თუ დაავადება თავიდან ვერ ავიცილეთ - ავადმყოფის იზოლაცია. ავადმყოფი ცალკე ოთახში უნდა დავაწვინოთ. მასთან კონტაქტში მყოფი მოზრდილები, მათ შორის - ბაღებისა და სკოლების მომსახურე პერსონალი, იზოლირებას (კარანტინს) არ ექვემდებარებიან. კიდევ ერთხელ მივმართავ მშობლებს: წელიწადის ცივ პერიოდში ბავშვებს ხშირად აწუხებთ ხველა და სხვა კატარული მოვლენები, მაგრამ თუ ჩვენ მიერ აღწერილი შეტევითი ხველის ნიშნები შეამჩნიეთ, უმალვე მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი, ჩატარდეს სათანადო მკურნალობა და სხვა ბავშვები დაავადებას გადაურჩნენ.

სტატია აღებულია mkurnali.ge -დან

კატეგორია: ბავშვთა ინფექციები | ნანახია: 1900 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:12:39

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz