- პარასკევი, 29.03.2024, 17:41
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1


ნანახია:1300
07.04.2010(16:15)

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ცრუ კრუპი
11:18
ცრუ კრუპი

ცრუ კრუპი

ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ერთბაშად ვითარდება. ის მხოლოდ ბავშვობის ასაკში გვხვდება, ისიც - 5 წლამდე. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის
თითქმის არ ემართებათ. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, შპს ”ბავშვთა ინფექციური კლინიკის” ექიმი რუსუდან კობახიძე.

- რა განსხვავებაა ცრუ და ჭეშმარიტ, ნამდვილ კრუპს შორის?

- სიტყვა ”კრუპი” ნადებს ნიშნავს. ცრუ კრუპი სინდრომს იმიტომ უწოდეს, რომ ნათელი ყოფილიყო განსხვავება მასა და ჭეშმარიტ კრუპს შორის, რომელიც ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათი სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ მიზეზია სხვადასხვა. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი დაიღუპება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის სტენოზის (შევიწროების) მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს.

- რატომ არის, რომ ცრუ კრუპი უმთავრესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ?

- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცრუ კრუპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა ტიპური გართულებაა. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკში სასუნთქ სისტემას აქვს ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, კერძოდ:
ხორხი შედარებით ვიწროა;
უხვად მარაგდება სისხლძარღვებით;
არსებობს ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული და კარგად განვითარებული ლიმფური კვანძები (ორგანიზმში ვირუსების შეჭრაზე პირველად სწორედ ლიმფური ჯირკვლები რეაგირებენ და მიკრობებს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ).
ასაკობრივი ანატომიური თავისებურებები იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება.

- რომელი ინფექციური დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ცრუ კრუპის განვითარება?

- ცრუ კრუპი უმთავრესად თან სდევს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის პარაგრიპს (I ტიპის ვირუსი იწვევს კრუპის მძიმე ფორმებს და ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება), გრიპს და ადენოვირუსულ ინფექციას. ცრუ კრუპის შეტევა შესაძლოა განვითარდეს ბავშვთა ისეთი ინეფქციური დაავადებების დროსაც, როგორიც არის ყივანახველა, წითელა და ქუნთრუშა.

- რა რისკფაქტორები მოქმედებს ცრუ კრუპის ჩამოყალიბებაზე?

- როგორც აღვნიშნეთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს ცრუ კრუპი სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვს არ ემართება. არსებობენ ბავშვები, უფრო მეტად განწყობილნი ცრუ კრუპის მიმართ. ეს ის კატეგორიაა, ვინც დაბადებისას მიიღო ტრავმა, დაიბადა დღენაკლული ან აღენიშნება ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება (ექსუდაციური დიათეზი). ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის ნებისმიერ სტადიაში, თანაც მძიმე ფორმით განუვითარდეთ.

- როგორ ვლინდება ცრუ კრუპი?
- ცრუ კრუპი ვლინდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი, ხშირი სუნთქვა (ვინაიდან ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს). 

თუ პატარას დროულად არ გავუწიეთ სამედიცინო დახმარება, სტენოზი პროგრესირებს, სუნთქვა უფრო და უფრო მეტად ჭირს, უფრო და უფრო ზედაპირული ხდება, სუნთქვითი მოძრაობები კი წუთში 40-50-ს აღწევს (ნორმაში ამ ასაკის ბავშვი წუთში 20-30-ჯერ ჩაისუნთქავს). ბავშვს სახე უწითლდება, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება, კანიც მოლურჯო ელფერს იღებს. თუ ჟანგბადოვანი შიმშილი დიდხანს გაგრძელდა, ბავშვი ფითრდება, გონებას კარგავს და შესაძლოა, მოხრჩობა განვითარდეს. კრუპის პირველი ნიშნებისთანავე, განურჩევლად დაავადების ფორმისა და სტადიისა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

- რა შეიძლება გაკეთდეს შინ, სასწრაფოს მოსვლამდე?

- დავიწყოთ ასე:
დაამშვიდეთ ბავშვი. მას, იმის გამო, რომ ვერ სუნთქავს, ეწყება პანიკა, ტირის, ყვირის, აგზნებულია, ითხოვს შველას. ისტერიკა დამატებით სპაზმებს იწვევს და ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. უთხარით ბავშვს: ”დედიკო შენს გვერდითაა, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება”. დაარწმუნეთ, რომ როგორც კი ყვირილსა და ტირილს შეწყვეტს, სუნთქვა მაშინვე გაუადვილდება.
მიაწოდეთ სუფთა ჰაერი. ვიდრე დედა ბავშვს ამშვიდებს, ოჯახის სხვა წევრმა სარკმელი უნდა გამოაღოს. თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ. დაიმახსოვრეთ: ცივი, კონტრასტული ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.
დაალევინეთ თბილი სითხე. უმჯობესია, ეს იყოს ტუტე ხსნარი - თბილი ბორჯომიანი რძე. თუ დამოუკიდებლად სმა უჭირს, მიეცით კოვზით.

ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამაში ოჯახის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, გაინაწილებენ ფუნქციებს და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

- როგორ მკურნალობენ სტაციონარში პატარა პაციენტს?

- სტაციონარში ბავშვს ეპინეფრინის ინჰალაციებს ჩაუტარებენ. ისინი 30 წუთში ერთხელ ტარდება. თუ კრუპის სინდრომი არ მოიხსნა, შეიძლება თერაპიაში კორტიკოსტეროიდების ჩართვაც. თუ კრუპი მაინც არ ცხრება და არა მარტო არ ცხრება, არამედ პროგრესირებს კიდეც, საჭიროა ავადმყოფის მკურნალობის მართვა ეპიგლოტიტის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკის შვიდდღიანი კურსი, ლარინოგსკოპია ნარკოზით და, საჭიროებისამებრ, ინტუბაცია. კრუპის სინდრომი და ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი და სხვა) ლაბორატორიულ გამოკვლევასთან (სისხლის საერთო ანალიზთან) ერთად საფუძველს გვაძლევს, ვიეჭვოთ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია, მაგრამ არც ისეთი დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ, რომლებსაც კრუპის სინდრომი ახასიათებს და რომელთა არასწორმა მკურნალობამ შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ასეთი დაავადებებია მწვავე ეპიგლოტიტი, უვეიტი (ნაქის შეშუპება), ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს სინდრომი), უცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა).
გახსოვდეთ: კრუპის სინდრომი შეტევის მოხსნის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს, ბავშვის დატვირთვისას: მოძრაობის, სიცილის, ტირილის, გაღიზიანების დროს ბავშვს ეწყება სტრიდორული, ხმაურიანი სუნთქვა. თუ სტრიდორული სუნთქვა ”მშვიდ მდგომარეობაში” ისმის - ეს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე მეტყველებს. სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება სასუნთქი გზების ობსტრუქცია განვითარდეს.

- თუ ბავშვს ადრეც ჰქონია კრუპის შეტევა, რა შეიძლება ვიღონოთ მის თავიდან ასაცილებლად მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე?

- თუ თქვენი პატარა კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, ურიგო არ იქნება, თუ ავადმყოფობის პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) მიიღებთ შემდეგ ზომებს: დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი; ოთახში, ელექტროქურაზე, აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი კარგად დატრიალდება.
მოარიდეთ ბავშვი ცივ ჰაერს (ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში) და სითხეს.
ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.

შესაძლებელია ცივი ორთქლის ინჰალატორის შეძენა და ეპინეფრინის ინჰალაციების ჩატარებაც, მაგრამ მაინც სჯობს, ეს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს, რადგან ეპინეფრინის ჭარბი დოზით მიღება არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების ტრიადას:
სუნთქვის გაძნელება;
ხმაურიანი სუნთქვა;
მყეფავი, მშრალი ხველა.

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან თქვენ თვითონ წაიყვანეთ პატარა სპეციალიზებულ საავადმყოფოში.


სტატია აღებულია mkurnali.ge-დან

კატეგორია: ბავშვთა ინფექციები | ნანახია: 2548 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:17:41

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz