დუშბარა - აზერბაიჯანული პელმენები
ცხვრის ხორცი - ნახევარი კილოგრამი ფქვილი - 2 ჭიქა კვერცხი - 1 ცალი 2 თავი ხახვი ერბო - 2 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, 2 სადილის კოვზი პიტნა, ქინძი, პილპილი, მარილი
ცხვრის ხორცი გავათავისუფლოთ ძვლებისაგან, ძვლისგან მოვხარშოთ ბულიონი, ხოლო ხორცი გავატაროთ, დავუმატოთ გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა. ფქვილისა და კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი, ზელვისას გავურიოთ ცოტა მარილი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულზე დავდოთ ფარში, დავაფაროთ მეორე ცომი და გვერდით ლამაზად შემოვუხვიოთ. მერე ეს მომზადებული დუშბარები მოვხარშოთ დამარილებულ ბულიონში. როცა ამოტივტივდება, მზადაა. ღრმა თეფშზე ვდებთ რამდენიმე დუშბარას, ვასხამთ ბულიონს, ვაყრით პიტნასა და ქინძს, ვაგდებთ ერბოს პატარა ნაჭერს და ვასხამთ ცოტა ღვინის ძმარს.
|