3 დღიანი დიეტა
ამ სამდღიანი დიეტის დაცვის შემდეგ საჭიროა შემდგომის ოთხი დღე ვიკვებოთ ზომიერად და არ შევეცადოთ კომპენსირება გავუკეთოთ სამდღიანი დიეტით მიღებულ დანაკლისს. ეს დიეტა თუმცა არის მცირეკალორიული (დაახლოებით 900 კალორია დღეღამეში), მაგრამ ადვილად გადასატანია.
I დღე საუზმე: შავი ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე, 1 ნაჭერი პური, 2 სუფრის კოვზი მურაბა. მეორე საუზმე: ½1/2 გრეიფრუტი. ლანჩი: 1/2 ლანჩი: 1/2 ქილა თევზი ზეთში, 1 ნაჭერი პური, 4 ბოლოკი. სადილი: 100 გრ ქათამის ხორცი ტყავისა და ცხიმის გარეშე, 1 ჭიქა მწვანე ლობიო მოხარშული, 1 ჭიქა ჭარხალი მოხარშული, 1 ნაჭერი ტკაცუნა პური. ქათმის ხორცი უნდა და დაიჭრას თხლად, დაემატოს 1 ჩაის კოვზი სოას სოუსი, და მუდმივი არევით სწრაფად უნდა შეიწვას მშრალ "ტეფალის" ტაფაზე. ძილის წინ: 1 საშუალო ზომის ვაშლი.
II დღე: საუზმე: შავი ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე, 1 კვერცხი, 1 ნაჭერი პური. მეორე საუზმე: 1 ბანანი. ლანჩი: 1 ჭიქა მარცვლოვანი ხაჭო, 4 ბოლოკი, კამა, 5 კრეკერი. სადილი: 2 ცალი სოსისკი, 1/2 ჭიქა სტაფილო, 1 ნაჭერი ტკაცუნა პური. ძილის წინ: ჩაი, 2 შავქლიავი. III დღე: საუზმე: შავი ყავა ან ჩაი საქრის გარეშე, 5 კრეკერი, 1 ნაჭერი ყველი. მეორე საუზმე: 1 საშუალო ზომის ვაშლი. ლანჩი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი (ახალი ან დამარილებული), 4 ბოლოკი, 1 ნაჭერი პური. სადილი: 1/2 ქილა თევზი ზეთში, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ჭიქა ფერადი კომბოსტო, 1 ნაჭერი ტკაცუნა პური. ძილის წინ: 1/2 მცირე ზომის ზომის ნესვი ან პატარა ვაშლი.
ეს დიეტა შეიძლება გამეორებულ იქნეს მრავალჯერ მიყოლებით მანამდე, სანამ მიღწეული არ იქნება სასურველი შედეგი. დიეტის დაცვისას საჭიროა აგრეთვე დღეში 6-8 ჭიქა წყლის მიღება.
|