ნაყინის ტორტი "ზეფირის ნუგბარი”
11 კგ. ზეფირი, 2 კვერცხი, 2 შეკვრა ფხვიერი ნამცხვარი, 1/2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რძე, 200 გრ. კარაქი, 1 ლიმონი, 12 ც. წვრილი ნამცხვარი გაფორმებისთვის, 12 ც. მარმელადი.
მომზადების წესი: კვერცხი გავთქვიფოთ ცალკე ჯამში შაქართან ერთად. ფხვიერი ნამცხვარი დავაქუცმაცოთ და ჩავყაროთ კვერცხისა და შაქრის ნარევში. მიღებულ ნაზავს დავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე. ინტენსიურად ვურიოთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მასას გაცივება ვაცადოთ. კარაქი ჩავდოთ ჯამში. ლიმონი გავრეცხოთ, ცედრა გავხეხოთ წვრილ სახეხზე და გადავურიოთ კარაქში. ჩავამატოთ მას ადრე გამზადებული მასა და კვლავ გადავზილოთ. გასაშლელ მეტალის ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ფენებად დავალაგოთ ზეფირი, ფენებს შორის წავუსვათ კრემი. კრემითვე დავფაროთ ტორტის ზედაპირიც. შევინახოთ ტორტი მაცივარში 24 საათით. სუფრაზე მიტანამდე მოვრთოთ წვრილი ნამცხვრითა და მარმელადით.
(!) ტორტი სუფრაზე აუცილებლად ცივი უნდა მივიტანოთ, რომ მან ფორმა არ დაკარგოს.
|