1 ქილა შპროტი 5-6 ს/კ მაიონეზი 70 გ. გახეხილი მაგარი ყველი 4 პატარა კიტრი 4 მოხარშული კვერცხი რამოდენიმე ცალი ზეთისხილი რამოდენიმე ღერი კამა
მომზადება:
ყველს ვხეხავთ სახეხზე, კიტრს და კვერცხს ვჭრით ნაჭრებად. ვიღებთ სასალათე ბოკლებს და ძირზე ვასხამთ თითო-თითო ჩაის კოვზ მაიონეზს, შემდეგ კიტრს, ყველს და ზემოდან ვადებთ კვერცხის ნაჭერს და გვერდით ვუწყობთ 2-3 შპროტს. ვრთავთ კამის ღერებით და ზეთისხილით.