სოიას კატლეტი
1 კგ სოია, 300 გრ პური, 2-3 თავი ხახვი, 200 გრ ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ორცხობილას საფანელი ან ფქვილი, ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით. გადარჩეული და გარეცხილი სოია მოვათავსოთ მინანქრიან ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. გაჯირჯვებული სოია გადავიტანოთ თუშფალანგზე, გავწუროთ ხელით. გაწურული სოია დამბალ პურთან, ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ფარში შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით. ავიღოთ პატარა ულუფები, მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილას საფანელში ან ფქვილში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
|