ღორის კუჭმაჭი
საჭირო პროდუქტები: 1 კგ. კუჭმაჭი 2-3 თავი ხახვი 2 ჩიქა ნიგოზი 5-6 ძირი ქონდარი 2 კბილი ნიორი 1 ცალი ბროწეული დანარჩენი: (ყვითელი ყვავილი, წიწაკა, ქინძი, სუნელი) გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი:
კუჭმაჭი კარგად გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, ჩავყაროთ წყალში და ვხარშოთ. შემდეგ გავაცივოთ, მოხარშული ხორცი დავჭრად წვრილად. დავუმატოდ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი, ნიორი, მარილი. ყველაფერ ამას დავასხათ ბულიონი. დავამატოთ გემოვნების მიხედვით ძმარი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუკი გამზადებული კერძი ზედმეტად მშრალი მოგეჩვენებათ, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ, მოვაყაროთ ბროწეულის დარჩეული მარცვლები.
|