ხორცის ველინგტონი
Wellington, ფენოვან ცომში გახვეული ხორცი, თევზი ან სოსისი, ერთობ პოპულარული მთავარი კერძია. მისი წარმოშობის დადგენა ძნელია, ანუ, ბრიტანულია, ირლანდიური თუ ფრანგული - არავინ იცის. ცნობილი, კი ბრიტანელი მეომრის, ვატერლოუს ომის გმირის სახელითაა დღეისათვის. ეს კლასიკური რეცეპტია, თუმცა, უამრავი ვარიაცია შეიძლება მოიფიქროთ.
მასალა: საქონლის რბილობი -500 გრ; ფენოვანი ცომი - ხორცის გასახვევად საკმარისი; სოკო - 400 გრ, ხახვი - 200 გრ, სოკოს მოსაშუშად; მდოგვი, სასურველია მარცვლოვანი - 3 სადილის კოვზი; მარილი, წითელი წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, ხმელი ქინძის მარცვლები; დაფქვილი ან ახლად გახეხილი მუსკატი - ყველაფერი თითო ჩაის კოვზი.
შეწვის დრო, ჯამურად - 50 წუთი; მომზადების დრო - 6 საათი.
მომზადება: 1. ყველა სუნელი, რომელიც მოცემულია მე-5 პუნქტში, დანაყეთ. წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, ისე, რომ დაფაროს. მოათავსეთ ხორცი კულინარიულ კონტეინერში ან ცელოფანში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 4 საათით, სასურველია 24 საათით; 2. სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე - სოკო და ხახვი მოთუშეთ ერთად; 3. გაახურეთ აირღუმელი 160 გრადუსამდე. ხორცი გამოდგით მაცივრიდან და რამდენიმე ხანი დატოვეთ ოთახის ტემტერატურაზე. ასევე გაალღვეთ ფენოვანი ცომიც; 4. ხორცს მოასხით ცოტა ზეთი და შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან - გვერდების შეწითლებაბდე. დაახლოებით თითო გვერდი მოითხოვს 2 წუთამდე დროს; 5. ხორცი და სოკო შეაგრილეთ; 6. გაშალეთ ფენოვანი ცომი და დაადევით სოკო, ზემოდან ამ სოკოს დაადეთ ხორცი და ხორცს გადაუსვით მდოგვი სქელ ფენად; 7. გადაახვიეთ ცომი. შეგიძლიათ მორთოთ სხვადასხვა ფორმის ცომით. ბოლოს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში შუა სექციაზე; 8. ღუმელში აანთეთ მხოლოდ ქვედა სექცია, როცა ცომი ამოიწევა, გაფუვდება და უკვე მზად არის, აანთეთ ღუმელის ზედა ნაწილიც, რომ ლამაზად დაიბრაწოს; 9. გადმოიღეთ ფართე ლანგარზე და აცალეთ შეგრილება. დაჭერით ბასრი დანით.
შენიშვნა: 1. ეს არის ფაქტობრივად საქონლის ხორცის სტეიკი ფენოვან ცომში (ასეც ეძახიან ირლანდიელები). ამიტომ, ხორცის მზაობის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე - კარგად შემწვარი იქნება, თუ უმი; 2. მე შეწვისას ველინგტონი დავდე სპეციალურ, კულინარიულ მუშამბაზე, რომელიც არ იკრავს და არც წვენს, გამოყოფილ სითხეს იშრობს. ასე შემწვარი/გამომცხვარი ცომი კიდევ უფრო გემრიელი გამოდგა.
|