შემოდგომაზე და ზამთარში ჩუტყვავილა ხშირდება. მისი გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია.
სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის - მწვავე რესპირაციული ინფექციები, ყველაზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, თანაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. რისი ბრალია ეს და როგორ დავიცვათ პატარები? გვესაუბრება ინფექციონისტი მანანა აბრამიძე. - რატომ არის, რომ ბავშვებს რესპირაციული ინფექციები უფროსებზე ხშირად ემართებათ?
სითბოს ნელ-ნელა ცვლის სიგრილე და ნესტი. შემოდგომა ილევა და ზამთარი გვიახლოვდება. ზამთრის ყველაზე ხშირი დაავადებაა გრიპი. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.
- როგორც კი ბავშვს დაეწყება ცემინება, სურდო, ხველა, მშობლებს ჰგონიათ, რომ გრიპი შეხვდა. რისი ბრალია სინამდვილეში ეს სიმპტომები და რამ უნდა შეგვაშფოთოს?
ამჯერად გესაუბრებით მწვავე ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც უპირატესად ათ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ჩვენი სტუმარია ბავშვთა ინფექტოლოგი ნანა მღებრიშვილი.
- მშობლებს და არცთუ იშვიათად ექიმებსაც ერთმანეთში ერევათ ყივანახველა და პარაყივანახველა. რა განსახვავებაა მათ შორის?
- პარაყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ყივანახველის კლინიკური ნიშნები ახასიათებს, იმ განსხვავებით, რომ უფრო ნაკლებ ხანს - მაქსიმუმ 2-3 კვირას გრძელდება და იოლად, გართულებათა გარეშე მიმდინარეობს.
ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ერთბაშად ვითარდება. ის მხოლოდ ბავშვობის ასაკში გვხვდება, ისიც - 5 წლამდე. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის თითქმის არ ემართებათ. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, შპს ”ბავშვთა ინფექციური კლინიკის” ექიმი რუსუდან კობახიძე.