| ძებნა |
|
 |
| მენიუ |
|
Accordion Menu Using jQuery
|
 |
| Block title |
 |
 |
| კალათა |
| 1 |
![]() | ნანახია:1694 11.05.2010(17:18) |
| 8 |
![]() | ნანახია:1640 30.03.2010(23:55) |
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
 |
|
მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » მშრალი, მარილმოყრილი ინდაური
22:01 მშრალი, მარილმოყრილი ინდაური |
მშრალი, მარილმოყრილი ინდაური
შემადგენლობა: ერთი 7-8 კილოიანი ინდაური ნახევარი ჭიქა მარილი 1 სუფრის კოვზი შავი პილპილი 10 ღერი ცოცხალი ქონდარი ნახევარი კონა ოხრახუში 2 ცალი მცირე ზომის ხახვი (შუაზე გაჭრილი) 2 ცალი მცირე ზომის ვაშლი (შუაზე გაჭრილი) ნახევარი ჭიქა კარაქი ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო (აუცილებელი არაა)
მომზადების წესები: 1. ინდაურის მომზადება დაიწყეთ ორი დღით ადრე. გაასუფთავეთ ხორცი და დაამარილეთ. ეცადეთ, მარილი ყველგან თანაბრად მოედოს. 2. გაახვიეთ ინდაური პოლიეთილენის პარკში და მოათავსეთ მაცივარში. მეორე ღამით ინდაური გადააბრუნეთ. მაცივრიდან მომზადებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე გამოიღეთ და ჯამზე მოათავსეთ. 3. ღუმელი მაღალ ტემპერატურაზე დააყენეთ. ინდაურს მოაყარეთ შავი პილპილი. დაუმატეთ ქონდარი, ოხრახუში, ნახევარი ხახვი და ნახევარიც ვაშლი. ფეხები წვრილი თოკით შეუკარით. დარჩენილი ვაშლი და ხახვი ფრინველის კისერთან დააწყეთ. 4. მკერდისა და ბარკლების კანზე კარაქი გადაუსვით და მოაყარეთ დარჩენილი წიწაკაც. 5. შეწვით. ნახევარ საათში ღუმელს დაუწიეთ. ინდაური გადმოიღეთ ცეცხლიდან და ფრთის ბოლოები ფოლგით შეუხვიეთ. ტაფას ჭიქანახევარი წყალი ან ღვინო დაასხით და მომდევნო ორი საათიც ინდაური ტაფაში, საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. ფრთებიდან ფოლგა ბოლო ნახევარი საათის დარჩენისას მოხსენით. 6. როდესაც შეიწვება, სითხე ქვაბში დატოვეთ და ინდაური გაშლილ თეფშზე გადაიტანეთ. გადააფარეთ ფოლგა და სამზარეულოს ნესტიანი ტილო. ასე გააჩერეთ, სულ ცოტა, ნახევარი საათით. 7. ქვაბში დარჩენილი ცხიმი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. ქვაბის ფსკერს თეთრი ღვინო ან ბულიონი მოავლეთ და ეს სითხეც ჭურჭელში გადაასხით. მოგვიანებით მას საწებლის მოსამზადებლად გამოიყენებთ.
|
|
კატეგორია: კავკასიური სამზარეულო |
ნანახია: 1522 |
დაამატა: buxnika
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
| შესვლის ფორმა |
სტუმარი
შეტყობინება:
ჯგუფი: სტუმრები
დრო:07:12
მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
|
 |
| ჩვენი პატარები |
|
 |
| საკონტაქტო Skype |
მომწერეთ Skype-ში
 |
 |
| საიტის მეგობრები |
 |
 |
|