ბავშვი ისე არ გაიზრდება, ერთხელ მაინც რომ არ წამოახველოს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თავდაცვითი რეფლექსია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაწიას სერიოზული პრობლემა აქვს. ეს მშობლებმაც კარგად იციან, მაგრამ ხველის ჩახშობას მაინც რა გზით აღარ ცდილობენ: თაფლიანი რძე, ინჰალაცია, ათასგვარი სამკურნალო სიროფი, ზოგიერთი ამოსახველებელი, ზოგიერთიც – ხველის დასათრგუნი ეფექტით...
ხომ არ შეგცივდა, პატარავ? მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია – ასეთ დიაგნოზს წელიწადის ცივ დროს ხშირად სვამენ ექიმები, განსაკუთრებით კი პედიატრები. ზამთრობით პატარები მართლაც ხშირად ხდებიან ამ არცთუ იოლად გამოსათქმელი დაავადების მსხვერპლნი. უბრალო ენით კი ამ დაავადებას გაციებას ვუწოდებთ.
ხახისა და ნუშურების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან, როგორც მედიკოსები ვუწოდებთ, მწვავე ფარინგოტონზილიტი გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დაავადების დამახასიათებელ სიმპტომებს – ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ფხაჭნის შეგრძნებას, ტკივილს ყლაპვის დროს – ბავშვები სამი წლის ასაკიდან გვაგებინებენ, თუმცა გასინჯვისას ფარინგოტონზილიტის ნიშნებს უფრო მცირე ასაკშიც ვამჩნევთ.
Скрин/Пример/ФотоВидеофайл/Музыкальный файл რას გვეუბნება ბავშვის თვალები
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უმეტესად ბავშვობაში იწყება. პატარა ვერ გადმოსცემს, რა აწუხებს, ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა იწვევს თვალის ამა თუ იმ პათოლოგიას, რათა შვილს ცხოვრების სწორი რეჟიმი შეუქმნან და მის მხედველობაზე იზრუნონ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი მაია კავლელაშვილი.
როცა ბავშვი კოჭლობს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, ვინაიდან ეს პრობლემა შესაძლოა ძვლების დეფორმაციის ან რომელიმე დაავადების, მაგალითად, კუნთოვანი დისტროფიის, პოლიომიელიტის, თავის ტვინში მიმდინარე დარღვევების შედეგი იყოს. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.