- კვირა, 22.12.2024, 10:17
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1

http://filmix.moy.su/_dr/1/78171747.jpg
ნანახია:1555
09.04.2010(12:40)
კატეგორია: დეტექტივი

1


ნანახია:1415
07.04.2010(16:04)

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » გრიპი
11:29
გრიპი

გრიპის სეზონი გვიახლოვდება

სითბოს ნელ-ნელა ცვლის სიგრილე და ნესტი. შემოდგომა ილევა და ზამთარი გვიახლოვდება. ზამთრის ყველაზე ხშირი დაავადებაა გრიპი. რა უნდა ვიცოდეთ მის
შესახებ? შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.


- როგორც კი ბავშვს დაეწყება ცემინება, სურდო, ხველა, მშობლებს ჰგონიათ, რომ გრიპი შეხვდა. რისი ბრალია სინამდვილეში ეს სიმპტომები და რამ უნდა შეგვაშფოთოს?

- გრიპი მაღალკონტაგიოზური ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების დაზიანება, ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია და მრავალი გართულება.
ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის გრიპით ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია. დაავადებას იწვევს ანტიგენური თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავებული A, B, C რნმ-ს შემცველი ვირუსები. ისინი ხშირად იცვლიან ანტიგენურ სტრუქტურას. ამიტომაც არის რთული დაავადებასთან ბრძოლა - დაავადება მოიცავს მოსახლეობის დიდ ნაწილს, იწვევს ეპიდემიებსა და პანდემიებს და არ ტოვებს მყარ იმუნიტეტს, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ერთსა და იმავე სეზონზე ბავშვმა ორჯერ იავადმყოფოს.

- რატომ არის გრიპით დაავადებული ბავშვი განსაკუთრებით საშიში ოჯახის წევრებისა და გარშემო მყოფებისათვის?

- ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ლაპარაკის, ხველების, ცხვირცემინების დროს ავადმყოფის სასუნთქი გზების ლორწოვანიდან გამოყოფილი სეკრეტი რამდენიმე წუთს რჩება გარემოში. ჯანმრთელი ადამიანის დასასნებოვნებლად, ვირუსის ორგანიზმში შესაჭრელად საჭიროა შედარებით ახლო კონტაქტი. წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსის გადაცემა შესაძლებელია საწოვარას, სათამაშოს, ჭურჭლისა და სხვა საგნების მეშვეობით. ყველაზე მეტი ვირუსი ბრონქულ სეკრეტშია. ინფექცია გადამდებია საინკუბაციო პერიოდის დასრულებისთანავე (A ვირუსის შემთხვევაში - 1-2 დღე, B ვირუსის შემთხვევაში - 3-4 დღე) და გრძელდება ცხელების პერიოდის დასასრულამდე (დაავადების პირველი 5-6 დღე). გაურთულებელ შემთხვევებში ვირუსი ორგანიზმში დაახლოებით ერთი კვირა რჩება, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა - 40-45 დღეს, მაგრამ ქრონიკული მატარებლობა ნაკლებად მოსალოდნელია.
გრიპით ავადდებიან თითქმის ყველა ასაკის ადამიანები, თუმცა ჩვილებში ავადობა შედარებით იშვიათია. ეს აიხსნება დედისაგან მიღებული იმუნიტეტისა და ცხვირის ლორწოში სეკრეტული IGA-ს არსებობით.

- როგორია გრიპის სიმპტომები?

- A და B ვირუსებით გამოწვეული გრიპი, ფაქტობრივად, ერთნაირად მიმდინარეობს. კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი არსებითად მხოლოდ ასაკზეა დამოკიდებული: მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებში დაავადება მიმდინარეობს კლასიკური ფორმით, მცირე ასაკის ბავშვებში კი სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია.
დაავადება იწყება მწვავედ, ერთბაშად, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით, შემცივნებით, ხახის შეწითლებით, თავბრუხვევით, სისუსტით, კუნთებისა და თავის ტკივილით, ტეხის შეგრძნებით. აღინიშნება უკუდამოკიდებულება სხეულის ტემპერატურას, ასაკსა და საერთო დარღვევების სიმძიმეს შორის: რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება დაბალი ტემპერატურის ფონზე. თუ ტემპერატურამ საერთოდ არ მოიმატა ან 37 გრადუსის ფარგლებში დარჩა, ეს ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სისუსტეზე მიუთითებს.
ყელის ტკივილი კატარული ფარინგიტით არის განპირობებული. იმავდროულად ვითარდება ცრემლდენა, სინათლის შიში, წვისა და ტკივილის შეგრძნება თვალის კაკლის მოძრაობისას. ეპიდემიური აფეთქებისას ბავშვებისა და მოზრდილების მესამედს აღენიშნება დიარეა.
ორი დღის შემდეგ კლინიკური სურათი მძაფრდება, ტემპერატურა აღწევს მაქსიმუმს და 2-5 დღეს გრძელდება. უფრო მეტხანს გასტანს ჩივილები: თავის ტკივილი, განსაკუთრებით - საფეთქლის, შუბლის, თვალის ორბიტის, თვალის კაკლის, კეფის მიდამოში. ზოგჯერ კისრის მოძრაობა შეზღუდულია. გარდა ამისა, ავადმყოფი უჩივის უმადობას, ძილის დარღვევას, ზოგჯერ (უმეტესად - წამლის მიღების ან ჭამის შემდეგ) აღებინებს, გამონადენის გამო უჭირს ცხვირით სუნთქვა, აწუხებს ყელის სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა, ქოშინი, გაძლიერებული ოფლიანობა. მეხუთე დღეს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები ქრება, ხოლო სურდო და მშრალი ხველა 4-10 დღეს, ზოგჯერ 2 კვირასაც გრძელდება.
თუ ტემპერატურამ ხელახლა მოიმატა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაავადება გართულდა ჩირქოვანი ოტიტით, ბრონქიტით, პნევმონიით.

- როგორია გრიპის მიმდინარეობა მცირეწლოვან ბავშვებში?

- მცირეწლოვან ბავშვებში გრიპი ატიპურად მიმდინარეობს და ძნელი გასარჩევია სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული დაავადებებისგან - პარაგრიპის, ადენოვირუსის, რინოვირუსისა და სინციტიური ცხელებისგან. ამ ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ლარინგოტრაქეიტი (ყელისა და ტრაქეის ანთება), ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია.


A ტიპის ვირუსით გამოწვეული ლარინგოტრაქეიტი მიმდინარეობს უფრო მძიმედ - უხვი, სქელი და წებოვანი ნახველით, რასაც არცთუ იშვიათად ერთვის კრუპი.
მცირწლოვან ბავშვებში დაავადება იწყება მწვავედ, საერთო ინტოქსიკაციის მოვლენებით. სწრაფად იმატებს ტემპერატურა, რასაც უმეტესად კრუნჩხვა და ღებინება ერთვის. დიარეა ასიდან 15 შემთხვევაში გვხვდება, შუა ყურის ანთება - 25-ში. ხშირია წითელი, ლაქოვანი ან ლაქოვან-პაპულური გამონაყარი, რომელიც მალე ქრება.
B გრიპს ხშირად სდევს თან მიოზიტი - კუნთების (უმეტესად - წვივის კუნთების) ტკივილი, რომელიც არცთუ იშვიათად თავს იჩენს დაავადების მეორე კვირას, - მაშინ, როდესაც ავადმყოფი უკვე მომჯობინებას იწყებს. ამიტომაც ამბობენ ექიმები, რომ გრიპთან ხუმრობა არ შეიძლება. უკეთესობას ვიგრძნობთ თუ არა, თავი გამოჯანმრთელებულად არ უნდა ჩავთვალოთ. ორგანიზმს კიდევ დიდხანს სჭირდება მოფრთხილება - რეჟიმი, კვება, მოსვენება და ა.შ.
ცალკე უნდა გამოვყოთ გრიპი ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ხშირად დაავადება იწყება თანდათანობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებით. ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული. დამახასიათებელია სიფითრე, უმადობა, ზოგჯერ - სუსტი ხველა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, განმეორებითი ღებინება. კრუპის სინდრომი იშვიათია, ფილტვების სეგმენტების დაზიანება არ არის მოსალოდნელი. დაავადება თანდათან მძიმდება, რაც განპირობებულია ბაქტერიული ინფექციის დართვითა და ჩირქოვანი გართულებების (ოტიტის, ბრონქიტის, პნევმონიის და სხვათა) განვითარებით. ამ ასაკის ბავშვებში ლეტალობა მოზრდილებთან შედარებით სამჯერ მაღალია.

- გრიპით დაავადებულ ბავშვებს უმეტესად შინ, თვითნებურად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. რამდენად მიზანშეწონილია ასეთი რამ? საზოგადოდ, რას ურჩევთ მშობლებს?

- გრიპით დაავადებული ბავშვის მკურნალობა შინაც შეიძლება და სამკურნალო დაწესებულებაშიც, მაგრამ ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. გირჩევთ, შესაძლო გართულებათა თავიდან ასაცილებლად გრიპის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს.
ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ავადმყოფობა მძიმედ - ტოქსიკური და ჰიპერტოქსიკური ან გართულებული ფორმით მიმდინარეობს. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათი მიღება დასაშვებია მხოლოდ გართულებათა არსებობისას, ისიც - ექიმის მიერ შერჩეული პრეპარატით. ზოგადად კი მკურნალობა სიმპტომურია: ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები, კრუნჩხვისას - სედაციური საშუალებები. სასურველია წოლითი რეჟიმი, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან იზოლირება მათივე უსაფრთხოებისთვის, სრულფასოვანი კვება და სითხის უხვი მიღება ორგანიზმის დეზინტოქსიკაციის მიზნით. ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს, ხშირად უნდა განიავდეს და დალაგდეს სველი წესით, უმჯობესია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამავე ხსნარით უნდა დამუშავდეს ავადმყოფის ნივთები. მომვლელს ცხვირ-პირზე უნდა ჰქონდეს აფარებული 4-6 ფენა დოლბანდი ან სპეციალური ნიღაბი. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. დაიმახსოვრეთ: ნახველი და ცხვირიდან გამონადენი სეკრეტი ინფექციის წყაროა.

- შეიძლება თუ არა გრიპის თავიდან აცილება?

- არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ინაქტივირებული პოლივალენტური სპლიტ-ვაქცინა. იგი საკმაოდ ეფექტურია. ვაქცინა, ნაირსახეობის შესაბამისად, შეჰყავთ კანქვეშ, კანში ან კუნთებში. ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც, დაავადება ზამთრობით და გაზაფხულობით იღვიძებს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია დაზამთრებამდე ორი თვით ადრე მაინც უნდა ჩატარდეს, რათა ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს დაავადების აფეთქებას. უშუალოდ გრიპის სეზონზე აცრას აზრი არ აქვს - ორგანიზმი ვერ მოასწრებს ვირუსსაწინააღმდეგო ცილოვანი სხეულების წარმოქმნას.
აიცრას თუ არა ბავშვი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეს დამოკიდებულია არა მშობლების ნება-სურვილზე, არამედ პედიატრის გადაწყვეტილებაზე. ასეთი რამ ინდივიდუალურად, ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, ანამნეზისა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით წყდება.


თინათინ ქორიძე

სტატია აღებულია mkurnali.ge -დან

კატეგორია: ბავშვთა ინფექციები | ნანახია: 2450 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:10:17

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz