ბავშვი ისე არ გაიზრდება, ერთხელ მაინც რომ არ წამოახველოს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თავდაცვითი რეფლექსია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაწიას სერიოზული პრობლემა აქვს. ეს მშობლებმაც კარგად იციან, მაგრამ ხველის ჩახშობას მაინც რა გზით აღარ ცდილობენ: თაფლიანი რძე, ინჰალაცია, ათასგვარი სამკურნალო სიროფი, ზოგიერთი ამოსახველებელი, ზოგიერთიც – ხველის დასათრგუნი ეფექტით...
ხომ არ შეგცივდა, პატარავ? მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია – ასეთ დიაგნოზს წელიწადის ცივ დროს ხშირად სვამენ ექიმები, განსაკუთრებით კი პედიატრები. ზამთრობით პატარები მართლაც ხშირად ხდებიან ამ არცთუ იოლად გამოსათქმელი დაავადების მსხვერპლნი. უბრალო ენით კი ამ დაავადებას გაციებას ვუწოდებთ.
ბავშვის დაბადებისთანავე სახლში ახალი ნივთები ჩნდება: პაწაწინა აბაზანა, კოხტა, ფერადი აპლიკაციებით მორთული ეტლი და, რაღა თქმა უნდა, მყუდრო და ლამაზი საწოლი. ძნელი სათქმელია, რომელი ნივთი სჭირდება პაწაწინას ყველაზე მეტად, მაგრამ უდავოა, ფუმფულა საწოლი ახალშობილის განუყრელ მეგობრად იქცევა. ან რა გასაკვირია: პატარა, რომელიც ეს-ესაა მოევლინა ქვეყნიერებას, მთელ დღეს ძილში ატარებს. ასე რომ, საწოლის შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა – ის ხომ ძალიან საჭირო ნივთია, რომელიც ბავშვს წლობით ერთგულად ემსახურება.
აახელს თუ არა თვალს ახალშობილი, მყისვე სამყაროს აქტიურ შეცნობას იწყებს, თუმცა პატარა ონავარი თვალის შევლებით როდი კმაყოფილდება; სათამაშოებს, რომლებსაც დედიკო ცხვირწინ ჩამოუკიდებს, ჯერ თათუნებით წაეპოტინება, შემდეგ გემოს გაუსინჯავს, რამდენიმე თვეში კი, სიახლის ძიების ჟინით შეპყრობილი, თვითონვე გაეშურება სასურველი ნივთის ხელში ჩასაგდებად – ჯერ ცოცვით, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ.
შემოდგომაზე და ზამთარში ჩუტყვავილა ხშირდება. მისი გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია.
სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის - მწვავე რესპირაციული ინფექციები, ყველაზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, თანაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. რისი ბრალია ეს და როგორ დავიცვათ პატარები? გვესაუბრება ინფექციონისტი მანანა აბრამიძე. - რატომ არის, რომ ბავშვებს რესპირაციული ინფექციები უფროსებზე ხშირად ემართებათ?
სითბოს ნელ-ნელა ცვლის სიგრილე და ნესტი. შემოდგომა ილევა და ზამთარი გვიახლოვდება. ზამთრის ყველაზე ხშირი დაავადებაა გრიპი. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.
- როგორც კი ბავშვს დაეწყება ცემინება, სურდო, ხველა, მშობლებს ჰგონიათ, რომ გრიპი შეხვდა. რისი ბრალია სინამდვილეში ეს სიმპტომები და რამ უნდა შეგვაშფოთოს?
ამჯერად გესაუბრებით მწვავე ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც უპირატესად ათ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ჩვენი სტუმარია ბავშვთა ინფექტოლოგი ნანა მღებრიშვილი.
- მშობლებს და არცთუ იშვიათად ექიმებსაც ერთმანეთში ერევათ ყივანახველა და პარაყივანახველა. რა განსახვავებაა მათ შორის?
- პარაყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ყივანახველის კლინიკური ნიშნები ახასიათებს, იმ განსხვავებით, რომ უფრო ნაკლებ ხანს - მაქსიმუმ 2-3 კვირას გრძელდება და იოლად, გართულებათა გარეშე მიმდინარეობს.
ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ერთბაშად ვითარდება. ის მხოლოდ ბავშვობის ასაკში გვხვდება, ისიც - 5 წლამდე. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის თითქმის არ ემართებათ. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, შპს ”ბავშვთა ინფექციური კლინიკის” ექიმი რუსუდან კობახიძე.
ხახისა და ნუშურების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან, როგორც მედიკოსები ვუწოდებთ, მწვავე ფარინგოტონზილიტი გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დაავადების დამახასიათებელ სიმპტომებს – ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ფხაჭნის შეგრძნებას, ტკივილს ყლაპვის დროს – ბავშვები სამი წლის ასაკიდან გვაგებინებენ, თუმცა გასინჯვისას ფარინგოტონზილიტის ნიშნებს უფრო მცირე ასაკშიც ვამჩნევთ.
ჩვილებში წონისა და სიმაღლის მატების კანონზომიერებანი
პაწაწინას ჯერ კიდევ მაშინ ზომავენ და წონიან, როდესაც დედიკოს მუცელში ნებივრობს და მოთმინებით ელის ამქვეყნად მობრძანების დროს. ბავშვის ზომასა და წონაზე დაკვირვება მშობლებს არც მისი დაბადების შემდეგ ბეზრდებათ. ის კი არა, მომატებული გრამებისა და სანტიმეტრების აღრიცხვა დედიკოსა და მამიკოს ისე სიამოვნებთ, რომ აზარტში შედიან და აწონა-გაზომვა ლამის ყოველდღიურ რიტუალად იქცევა ხოლმე.
Скрин/Пример/ФотоВидеофайл/Музыкальный файл სიმაღლეში ზრდის პრობლემები
ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.
Скрин/Пример/ФотоВидеофайл/Музыкальный файл რას გვეუბნება ბავშვის თვალები
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უმეტესად ბავშვობაში იწყება. პატარა ვერ გადმოსცემს, რა აწუხებს, ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა იწვევს თვალის ამა თუ იმ პათოლოგიას, რათა შვილს ცხოვრების სწორი რეჟიმი შეუქმნან და მის მხედველობაზე იზრუნონ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი მაია კავლელაშვილი.
როცა ბავშვი კოჭლობს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, ვინაიდან ეს პრობლემა შესაძლოა ძვლების დეფორმაციის ან რომელიმე დაავადების, მაგალითად, კუნთოვანი დისტროფიის, პოლიომიელიტის, თავის ტვინში მიმდინარე დარღვევების შედეგი იყოს. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.