- კვირა, 22.12.2024, 10:10
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1


ნანახია:1544
09.04.2010(11:25)
კატეგორია: რუსული

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია ბავშვებში
11:35
მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია ბავშვებში

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია ბავშვებში


სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის - მწვავე რესპირაციული ინფექციები, ყველაზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, თანაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი,
მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. რისი ბრალია ეს და როგორ
დავიცვათ პატარები? გვესაუბრება ინფექციონისტი მანანა აბრამიძე.

- რატომ არის, რომ ბავშვებს რესპირაციული ინფექციები უფროსებზე ხშირად ემართებათ?

- მთავარი მიზეზი ბავშვების სუსტი თავდაცვითი სისტემაა. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო სუსტი აქვს იმუნური სისტემა და მით უფრო იოლად ერევა ვირუსები. არსებობს ეგზოგენური ფაქტორებიც: ბაგაში ნაადრევი (3 წლამდე) მიყვანა, სანიტარიული წესების უგულებელყოფა, არახელსაყრელი საყოფაცხოვრებო პირობები, არარაციონალური კვება და დღის რეჟიმი, არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემო, სტრესი.
მოუმწიფებელი იმუნური სისტემა, სასუნთქ ორგანოთა აგებულების თავისებურება მცირე ასაკის ბავშვებში რესპირაციული ვირუსული დაავადებების სპეციფიკურ მიმდინარეობას განაპირობებს.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული რესპირაციული ვირუსული დაავადებაა მწვავე რინიტი, გამოწვეული რინოვირუსით ან მისი მონათესავე ვირუსებით. იგი იოლი გადასატანია, გართულებებს არ იწვევს და უკვალოდ ქრება. ახალშობილები ავადდებიან იმ შემთხვევაში, როცა დედას არ გააჩნია იმუნიტეტი მოცირკულირე სეროტიპის (დაავადების გამომწვევის) მიმართ.
კლინიკური სიმპტომებია სურდო ცხვირიდან უხვი სეროზული გამონადენით, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უმადობა, რაც ცხვირით სუნთქვის გაძნელებით აიხსნება.
ცხვირით სუნთქვის აღსადგენად საჭიროა ლორწოს გამოღება სპეციალური გამოსატუმბი ბალონით, შემდეგ მშრალი ბამბის ტამპონით გამომშრალება და ბოლოს ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. სხვა ნაზალური წვეთები ცხვირის ლორწოვანს აღიზიანებს და უფრო მეტ პრობლემას იწვევს.
ცხვირში ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად ვაწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა ჩავაწვეთოთ 4-5 დღის მანძილზე. კარგი იქნება, თუ ჩაწვეთების შემდეგ პატარას ცოტა ხნით (თუ ეს სუნთქვაში ხელს არ შეუშლის) დავაწვენთ ზურგზე, ძილის დროს კი თავს ტანთან შედარებით ავუმაღლებთ, რომ ძილში ლორწომ არ შეაწუხოს.
რეოვირუსულ ინფექციას ახასიათებს ზემო სასუნთქი გზების კატარი და არცთუ იშვიათად - წვრილი ნაწლავების დაზიანება. ინფექცია გადაედება ჰაერწვეთოვანი და ფეკალურ-ორალური გზით. დაავადება იწყება მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების ანთებით, ნაწლავთა აშლილობით. ამ სიმპტომებს დაერთვის სუბფებრილური ტემპერატურა, სურდო, ხველა, კატარული კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება. ნუშურები, ხახის რკალები, ცხვირ-ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსები ჰიპერემიულია, კისრის ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა - გადიდებული. ბავშვები უჩივიან მუცლის ტკივილს, ნაწლავთა ყურყურს. განავალი თხელი და მძაფრსუნიანია.
ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ პნევმონია, სეროზული მენინგიტი, მიოკარდიტი. მკურნალობა სიმპტომურია. გართულების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.
რესპირაციულ-სინციტიური ინფექცია (რსი) წარმოადგენს მწვავე ვირუსულ დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმის ზომიერი ინტოქსიკაციით, ქვედა სასუნთქი გზების ანთებით და ხშირად - ბრონქიოლიტის სურათით. ბავშვთა რესპირაციული ვირუსული ინფექციების 15-25% ამ დაავადების წილად მოდის, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში კი რსი ბრონქიოლიტებისა და პნევმონიების ძირითად მიზეზად ითვლება.
კლინიკური სურათი ასაკზეა დამოკიდებული. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება შეიძლება დაიწყოს როგორც მწვავედ, ისე თანდათანობით. ტემპერატურა მატულობს, პირველსავე დღეს ვითარდება რინორეა და ფარინგიტი, ცხვირცემინება და მშრალი ხველა. ინტოქსიკაციის მოვლენები (სისუსტე, უმადობა, მოთენთილობა) ნაკლებად არის გამოხატული. 1-3 დღის შემდეგ ხველა და სურდო ინტენსიური ხდება, ამ სიმპტომებს ერთვის ხმაურიანი, გაძნელებული სუნთქვა, ასთმური (ობსტრუქციული) სინდრომი. ფილტვებში ისმის მშრალი და სველი ხიხინი.
ხველის შეტევები, ისევე, როგორც ყივანახველის შემთხვევაში, მცირე ასაკის ბავშვებში შესაძლოა სპაზმური ხასიათისა იყოს. პერიოდული სუნთქვა და ხანმოკლე აპნოე (სუნთქვის გაჩერება) განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულებში. ასეთი რამ ახასიათებს მსუბუქად მიმდინარე ბრონქიოლიტს. არის უეცარი სიკვდილის შემთხვევებიც.

- როგორ დავიცვათ პატარა, თუ ავად გახდა მისი უფროსი და ან ძმა?

- ავადმყოფი ბავშვი უნდა დავაწვინოთ ცალკე ოთახში და მოვარიდოთ ოჯახის დანარჩენ წევრებს. ოთახი დავალაგოთ სველი წესით, დავამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით. ვაქცინაპროფილაქტიკა არ არსებობს. ჩვილებისთვის თავდაცვის საუკეთესო გზა ბუნებრივი კვებაა, - დედის რძე შეიცავს რსვ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, - მაგრამ ხშირად არც ეს არის საკმარისი. არსებობს რსვ-საწინააღმდეგო ინტრავენური იმუნოგლობულინი. იგი ენიშნებათ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს, ბრონქოპლაზმური დისპლაზიით დაავადებულებსა და დღენაკლულებს.
პარაგრიპის ვირუსი ბავშვთა და მოზარდთა რესპირაციული დაავადების გავრცელებული მიზეზია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამო იმსახურებს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად იწვევს კრუპის სინდრომს. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას. ათიდან 2 შემთხვევაში ტემპერატურა დაავადების დასაწყისშივე იმატებს. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დამახასიათებელია უფრო მაღალი ტემპერატურა. დაავადების პირველ დღეებში პატარებს აწუხებთ უხეში, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, რომელიც თავიდან ლორწოვანია, შემდეგ - ლორწოვან-ჩირქოვანი.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პარაგრიპის პირველი გამოვლინება შესაძლოა კრუპის სინდრომი იყოს. შეტევა ვითარდება ღამით, ერთბაშად. იწყება უხეში, მყეფავი ხველით, შემდეგ ამას ემატება ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი სუნთქვა.
პარაგრიპული კრუპი უმეტესად მალევე უკუვითარდება. მკურნალობა სიმპტომურია. იყენებენ ეპინეფრინის ინჰალაციას. ამავე დროს, აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება.
გრიპს, ზემოჩამოთვლილი ინფექციებისგან განსხვავებით, მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, განსაკუთრებით - მცირე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. ეს ინფექცია აზიანებს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემას, იმუნურის ჩათვლით, ამიტომ გრიპის გადატანის შემდეგ ბავშვი ძლიერ დასუსტებულია, მისი ორგანიზმი მგრძნობიარეა სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციისადმი.
ახალშობილებსა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება ხშირად თანდათანობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით იწყება. ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული. დამახასიათებელია სიფითრე, უმადობა, სუსტი ხველა, ცხვირის გაჭედვა. ხშირად ვითარდება განმეორებითი ღებინება. კრუპის სინდრომი იშვიათია. მიუხედავად მსუბუქი დასაწყისისა, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, რასაც განაპირობებს ბაქტერიული ინფექციის დართვა და ჩირქოვანი გართულების (ყურის, ბრონქების, ფილტვების ანთების) განვითარება. წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობა მოზრდილებზე 3-ჯერ მაღალია.

ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი ხშირად მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე ინტოქსიკაციით, ცნს-ის დაზიანებით და მენინგოენცეფალური სინდრომით, კატარული მოვლენები კი სუსტია. მოსალოდნელია ასთმური და კრუპის სინდრომის განვითარება, ფილტვების სეგმენტური დაზიანება. გართულებებიდან გვხვდება ოტიტი, სინუსიტი, კეროვანი პნევმონიები.
მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ვირუსის პირდაპირმა ზემოქმედებამ, არამედ დედის ტოქსიკოზმაც, რომლის დროსაც ვითარდება რიგი პათოლოგიური ცვლილება, მათ შორის - მეტაბოლური ცვლის მოშლა, ჰიპოქსია, წყალმარილოვანი ცვლისა თუ მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა.
ცნობილია, რომ მრვ-ინფექციით დაავადება ორსულობის პირველ ტრიმესტრში 3-5-ჯერ ზრდის თვითნებური აბორტის რისკს. თუ ნაყოფი უშუალოდ მშობიარობის პერიოდში დაინფიცირდა, შესაძლოა, მრვ ინფექციით დასნებოვნებული დაიბადოს.
თანდაყოლილი გრიპი ახალშობილთა გრიპისაგან მაინცდამაინც არ განსხვავდება. ამ დროს ტემპერატურა ან სუბფებრილურია, ან ნორმალური. ზომიერად არის გამოხატული ზედა სასუნთქი გზების კატარი, აღინიშნება თანდაყოლილი პნევმონია, ჰემორაგიული სინდრომი.
თანდაყოლილი ადენოვირუსული დაავადება მიმდინარეობს ზემო სასუნთქი გზების კატარით ან პნევმონიით, რომლის დროსაც აღინიშნება ქოშინი, კანის სილურჯე და სიფითრე, ფილტვებში ისმის წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, კრეპიტაცია, გენერალიზებული ფორმის დროს პროცესში ერთვება სხვა ორგანოებიც.
დიაგნოზის დასმაში გვეხმარება დედის დაავადების კლინიკური სურათი, ვირუსის გამოყოფა ჭიპლარის ვენიდან, სანაყოფე წყლებიდან, ახალშობილის ცხვირ-ხახის ჩამონარეცხიდან.

- შესაძლებელია თუ არა ამ საშიში დაავადების თავიდან აცილება?

- უკვე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომლის პროფილაქტიკური ეფექტურობის კოეფიციენტი თითქმის 95%-ია. თანამედროვე მაღალგაწმენდილი ვაქცინები საკმაოდ ძვირია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დაავადებით გამოწვეულ პრობლემებს, გართულების შემთხვევაში მედიკამენტებისთვის დახარჯულ თანხას და რეაბილიტაციისთვის გაწეულ ხარჯს, ვაქცინაციის ჩატარება ნამდვილად ღირს. ბოლო ხანს საქართველოში შემოვიდა ფრანგული ვაქცინა, რომელიც სხვა ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ორ ზედაპირულ ანტიგენთან ერთად შიდა ანტიგენებსაც შეიცავს. მის შემადგენლობაში არის რიბონუკლეინის (რნმ) მჟავა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში G ინტერფერონის მომატებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის მიმღებლობას. ვაქცინის ეფექტიანობას მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს. აცრილები მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებით 3,5-ჯერ იშვიათად ავადმყოფობენ, ხოლო ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება აუცრელებთან შედარებით 1,6-ჯერ იშვიათია.

- პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას?

-
უწინარეს ყოვლისა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ გართულებისა და სიკვდილის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, მათ შორის:
მცირე ასაკის ბავშვებსა და მათ დედებს;
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს - მათი იმუნური სისტემა ძალზე ფაქიზია და ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მომძლავრებული;
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით დიდხანს მოუხდათ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების მიღება;
ბავშვებს სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის საშუალო და მძიმე ფორმის ბრონქული ასთმით და ქრონიკული ბრონქიტებით;
გულის დაავადებებისა და ჰემოდინამიკური დარღვევების მქონე ბავშვებს;
ჰემოგლობინოპათიის მქონე ბავშვებს;
იმუნოპათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს;
დიალიზზე მყოფ ბავშვებსა და მოზრდილებს, ორგანოთა რეციპიენტებს;
ორსულებს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან) და მეძუძურ დედებს.
მეორე - აუცილებლად უნდა აიცრას ყველა, ვისაც შეუძლია დაასნებოვნოს მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები.
მესამე - ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ასევე - დიდი დახურული კოლექტივის წევრები - სტუდენტები, მოსწავლეები.

სტატია აღებულია mkurnali.ge -დან

კატეგორია: ბავშვთა ინფექციები | ნანახია: 3381 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:10:10

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz