- კვირა, 22.12.2024, 05:16
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
raze laparakoben kacebi


ნანახია:1532
09.04.2010(16:33)
კატეგორია: რუსული

1


ნანახია:1393
07.04.2010(16:12)

raze laparakoben kacebi

http://kino-lover.ru/server4/3/thumb_2703f9308e3.jpg
ნანახია:1681
09.04.2010(16:34)
კატეგორია: კომედია

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » როცა ბავშვი კოჭლობს
00:19
როცა ბავშვი კოჭლობს

როცა ბავშვი კოჭლობს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ,
ვინაიდან ეს პრობლემა შესაძლოა ძვლების დეფორმაციის ან
რომელიმე დაავადების, მაგალითად, კუნთოვანი დისტროფიის,
პოლიომიელიტის, თავის ტვინში მიმდინარე დარღვევების შედეგი იყოს. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.

ბავშვთა ასაკში კოჭლობას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მაგრამ შედეგი ერთნაირია: პატარას უყალიბდება სიარულის დამახასიათებელი მანერა, რადგან კიდურებზე არათანაბრად ანაწილებს სხეულის სიმძიმეს. შესაძლოა, კოჭლობას თან სდევდეს ტკივილი, კიდურების სისუსტე, შესამჩნევი იყოს დეფექტი, რომელიც ბავშვს აიძულებს, სხეულის სიმძიმე ცალ მხარეს გადაიტანოს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იგი ცალ ფეხს ტროტუარზე ადგამს, მეორეს კი ქვემოთ, სავალ გზაზე. ტკივილი შესაძლოა შეიგრძნობოდეს ბარძაყის, მუხლის ტერფის მიდამოში. განურჩევლად იმისა, სად არის ტკივილის წყარო და არის თუ არა იგი საერთოდ, კოჭლობა ნორმიდან გადახრაა.

- კერძოდ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ის?

- მიზეზის დასადგენად ბავშვი გულისყურით უნდა გავსინჯოთ, განსაკუთრებით - მცირე ასაკის პატარები, რომელთაც ჯერ კიდევ უჭირთ თავიანთი შეგრძნებების გადმოცემა.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები, მაგალითად, ტრავმა, ყველაზე ნაკლებად სახიფათოა. კოჭლობის მიზეზი შეიძლება იყოს მოუხერხებელი ფეხსაცმელი, ფეხის ფრჩხილის ჩაბრუნება ან თითის დაზიანება ფრჩხილების მოჭრისას, ბებერა. ექიმმა აუცილებელად უნდა გაარკვიოს, რას აკეთებდა ბავშვი ბოლო დღეებში, დაადგინოს, უჩივის თუ არა ტკივილს და სად არის მისი წყარო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობისთვის. ტკივილი უმეტესად ტრავმაზე - კიდურის დაჟეჟილობაზე, ნაღრძობზე, მოტეხილობაზე მიუთითებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ის ინფექციით, ნერვკუნთოვანი დაავადებით ან ძველი, არანამკურნალევი ტრავმით იყოს გამოწვეული.

- შეიძლება თუ არა კოჭლობის მიზეზების დაჯგუფება ასაკის მიხედვით?

- მოზრდილი ადამიანის ძვალი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ბავშვისა კი შედგება ორი ან მეტი ძვლოვანი შრისგან, რომლებიც ეპიფიზში ერთდება. სწორედ ეს შრეები აძლევს ძვალს ზრდის საშუალებას. ამის კვალობაზე, კოჭლობის მიზეზის დროული გამოვლენა მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩატარდეს სწორი და ადეკვატური მკურნალობა და ძვალს ნორმალური ზრდის საშუალება მიეცეს. მცირე ასაკის ბავშვები შეიძლება კოჭლობდნენ სახსრის (მემბრანების) ანთებითი დაავადების, მაგალითად, ბარძაყის სახსარში მიმდინარე ტოქსიკური სინოვიტის, სეფსისის (ორგანიზმში მიმდინარე ბაქტერიული ანთებითი პროცესის), ბავშვთა რევმატოიდული ართრიტის, ასევე - წვივის ძვლების მოტეხილობის გამო, შედარებით მოზრდილი (12 წლამდე ასაკის) ბავშვები - სახსრის ამომფენი ქსოვილის ანთების ან მენჯ-ბარძაყის სახსრის არატუბერკულოზური დაავადების გამო. ეს უკანასკნელი უმთავრესად ორიდან თორმეტ წლამდე ასაკში გვხვდება. პროცესი მოიცავს ერთ ან ორივე ფეხს. დამახასიათებელია ტკივილი მენჯის, ბარძაყის, მუხლის ან საზარდულის მიდამოში. მოსალოდნელია ბარძაყის თავის მენჯ-ბარძაყის სახსარში წანაცვლებაც. ხუთიდან ათ წლამდე ასაკში ბავშვები ხშირად უჩივიან ტკივილს ბარძაყის მიდამოში, რომელიც კოჭლობას იწვევს. არსებობს ასეთი დაავადება - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოქონდროპათია, იგივე პერტესის დაავადება. ამ დროს დარღვეულია ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგება, რის მიზეზიც უცნობია. ამასთან ერთად ბავშვი შესაძლოა უჩიოდეს მუხლის ტკივილს. დაავადება, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის, მაგრამ არსებობს მომავალში ართრიტის განვითარების ალბათობა, ამიტომ თუ თქვენი შვილი აღწერილ სიმპტომებს უჩივის და ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის, უმჯობესია, დროულად მიიყვანოთ სპეციალისტთან მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოსკოპიული გამოკვლევის ჩასატარებლად. თუ პატარა მეტისმეტად ემოციურია, შესაძლოა, კოჭლობის მიზეზი სტრესი და ძლიერი ემოცია იყოს. თუ კოჭლობის არც ერთი თვალსაჩინო მიზეზი არ აღინიშნება, ბავშვი ერთი დღით ლოგინში ჩააწვინეთ, შეუზღუდეთ ფიზიკური აქტიურობა. თუ კოჭლობა მეორე დღესაც გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 2049 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:05:16

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz