- სამშაბათი, 15.07.2025, 03:16
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
ძებნა
მენიუ
Accordion Menu Using jQuery

 SAITIS MENU

Block title
ონლაინ ფილმები
კალათა
1


ნანახია:1497
07.04.2010(14:43)
კატეგორია: პატარებისთვის

გასახდომი დიეტა


ნანახია:1802
03.04.2010(19:05)
კატეგორია: დიეტა

გასახდომი დიეტა


ნანახია:1730
03.04.2010(19:06)
კატეგორია: დიეტა

1


ნანახია:1355
07.04.2010(16:15)

DAVBREAKERS

http://filmix.moy.su/_dr/6/92117420.jpg
ნანახია:1563
09.04.2010(12:18)
კატეგორია: ბოევიკი

1


ნანახია:1490
07.04.2010(14:46)
კატეგორია: გოგოებისთვის

1


ნანახია:1476
07.04.2010(14:47)
კატეგორია: გოგოებისთვის

1

http://www.krossvord.net/images/japanese_crossword_21.gif
ნანახია:1427
07.04.2010(16:19)

DISTRICT 9

http://filmix.moy.su/_dr/5/87677900.jpg
ნანახია:1558
09.04.2010(12:16)
კატეგორია: ტრილერი

გრიპი


ნანახია:2466
13.04.2010(11:29)

ილუზია / Иллюзия / Bhram

http://img405.imageshack.us/img405/6064/bhramposteruq9.jpg
ნანახია:1436
11.04.2010(17:10)
კატეგორია: ინდური

1


ნანახია:1355
07.04.2010(16:05)

1

http://www.krossvord.net/images/japanese_crossword_21.gif
ნანახია:1461
07.04.2010(16:17)

8


ნანახია:1626
30.03.2010(23:55)
კატეგორია: კლიპები

DAVBREAKERS


ნანახია:1476
09.04.2010(12:18)
კატეგორია: ფანტასტიკა

1


ნანახია:1561
07.04.2010(14:37)
კატეგორია: პატარებისთვის

lost


ნანახია:1536
11.04.2010(21:00)
კატეგორია: სერიალები

გაქცევა


ნანახია:1746
11.04.2010(22:27)
კატეგორია: სერიალები

ცრუ კრუპი


ნანახია:2603
13.04.2010(11:18)

aidio

http://daikide.ge/uploads/posts/2009-04/1239725944_xalxuri.jpg
ნანახია:1732
05.04.2010(17:06)

1


ნანახია:1363
07.04.2010(14:17)

legion

http://filmix.moy.su/_dr/5/10956763.jpg
ნანახია:1411
09.04.2010(12:04)
კატეგორია: ბოევიკი

1


ნანახია:1429
07.04.2010(16:04)

7


ნანახია:1915
30.03.2010(23:48)
კატეგორია: კლიპები

1


ნანახია:1350
07.04.2010(14:21)

1


ნანახია:1363
07.04.2010(15:53)

1


ნანახია:1386
07.04.2010(14:39)

1


ნანახია:1313
07.04.2010(16:08)

1

http://www.krossvord.net/images/japanese_crossword_21.gif
ნანახია:1453
07.04.2010(16:19)

1


ნანახია:1654
09.04.2010(11:45)
კატეგორია: მისტიკა

გასახდომი დიეტა


ნანახია:1728
03.04.2010(19:09)
კატეგორია: დიეტა

1


ნანახია:1431
07.04.2010(14:18)

გასახდომი დიეტა


ნანახია:1653
03.04.2010(18:49)
კატეგორია: დიეტა

შუშხუნა სასმელი

http://vinoge.com/files/image/oaxaca_old_fashioned.jpg
ნანახია:1887
03.04.2010(23:27)
კატეგორია: სასმელები

გასახდომი დიეტა


ნანახია:1815
03.04.2010(18:57)
კატეგორია: დიეტა

8


ნანახია:1755
31.03.2010(00:03)
კატეგორია: კლიპები

sheshlili specnazi

http://img3.immage.de/0912cbezumnispecnaz.jpg
ნანახია:1684
09.04.2010(17:27)
კატეგორია: კომედია

შპროტის სალათი


ნანახია:1746
03.04.2010(22:57)
კატეგორია: თევზეული

avatar

http://filmix.moy.su/_dr/1/13606898.jpg
ნანახია:1643
09.04.2010(11:55)
კატეგორია: ტრილერი

5


ნანახია:1472
30.03.2010(23:42)
კატეგორია: კლიპები

kniga ilaia

http://filmix.moy.su/_dr/3/74740760.jpg
ნანახია:2011
09.04.2010(11:58)
კატეგორია: ბოევიკი

გასახდომი დიეტა


ნანახია:2002
03.04.2010(19:04)
კატეგორია: დიეტა

8


ნანახია:1763
31.03.2010(00:05)
კატეგორია: კლიპები

DISTRICT 9

http://filmix.moy.su/_dr/5/87677900.jpg
ნანახია:1487
09.04.2010(12:15)
კატეგორია: ბოევიკი

კობრი სოკოთი


ნანახია:1723
03.04.2010(23:02)
კატეგორია: თევზეული

1

http://www.krossvord.net/images/japanese_crossword_21.gif
ნანახია:1694
07.04.2010(16:25)

1

http://filmix.moy.su/_dr/7/19760371.jpg
ნანახია:1495
09.04.2010(11:41)
კატეგორია: ფანტასტიკა

ქაშაყი "ქურქში"

http://www.vinoge.com/files/image/shuba.jpg
ნანახია:1575
03.04.2010(19:27)
კატეგორია: ევროპულუ

1


ნანახია:1425
07.04.2010(14:39)
კატეგორია: პატარებისთვის

SAMKUTXEDI


ნანახია:1604
09.04.2010(12:38)
კატეგორია: ტრილერი

ხილის კროკეტები


ნანახია:1364
03.04.2010(21:22)
კატეგორია: დესერტი

გასახდომი დიეტა


ნანახია:2627
03.04.2010(19:21)
კატეგორია: დიეტა

ტირამისუ


ნანახია:1572
03.04.2010(21:15)
კატეგორია: დესერტი

1


ნანახია:1614
11.05.2010(17:18)
კატეგორია: ონლაინ თამაშები

1


ნანახია:1595
09.04.2010(12:43)
კატეგორია: ფანტასტიკა

1


ნანახია:1292
07.04.2010(16:08)

ვიირ

http://images.beef.ge/pictures/ff7ec31d7a047ded8d276b3241a74377.jpg
ნანახია:1711
09.05.2010(18:47)
კატეგორია: ინდური

8


ნანახია:1861
30.03.2010(23:56)
კატეგორია: კლიპები

TAMASHIS DASASRULI


ნანახია:1464
09.04.2010(12:48)
კატეგორია: ისტორიული

“რთული” უხა


ნანახია:1522
03.04.2010(22:50)
კატეგორია: თევზეული

გასახდომი დიეტა


ნანახია:1605
03.04.2010(18:53)
კატეგორია: დიეტა

1


ნანახია:1354
07.04.2010(16:06)

ღვიძლი ვენეციურად

http://vinoge.com/files/image/liver_venetian.jpg
ნანახია:1586
03.04.2010(22:14)
კატეგორია: ევროპულუ

1


ნანახია:1369
07.04.2010(14:29)
კატეგორია: პატარებისთვის

8


ნანახია:1600
30.03.2010(23:49)
კატეგორია: კლიპები

გასახდომი დიეტა


ნანახია:1518
03.04.2010(18:54)
კატეგორია: დიეტა

kinoman

http://kino-lover.ru/server4/3/1e28f2f797c7.jpg
ნანახია:1485
09.04.2010(16:37)
კატეგორია: კომედია

1


ნანახია:1410
07.04.2010(16:13)

1


ნანახია:1270
07.04.2010(16:12)

ojaxuri qorwili

http://bestvideo-online.ru/uploads/posts/2010-04/1270538139_05049f0image30623031.jpg
ნანახია:1839
09.04.2010(20:01)
კატეგორია: კომედია

1


ნანახია:1468
07.04.2010(14:51)
კატეგორია: ბიჭებისთვის

1


ნანახია:1297
07.04.2010(16:07)

1

http://www.krossvord.net/images/japanese_crossword_21.gif
ნანახია:1510
07.04.2010(16:23)

belaia mgla

http://filmix.moy.su/_dr/5/02804123.jpg
ნანახია:1843
09.04.2010(12:08)
კატეგორია: ტრილერი

1


ნანახია:1441
07.04.2010(14:57)
კატეგორია: ბიჭებისთვის

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 409
Обсудить опрос на форуме
სტატისტიკა
Locations of visitors to this page
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » როგორ შევარჩიოთ პირველი ფეხსაცმელი
12:07
როგორ შევარჩიოთ პირველი ფეხსაცმელი

როგორ შევარჩიოთ პირველი ფეხსაცმელი

აახელს თუ არა თვალს ახალშობილი, მყისვე სამყაროს აქტიურ შეცნობას იწყებს, თუმცა პატარა ონავარი თვალის შევლებით როდი კმაყოფილდება; სათამაშოებს, რომლებსაც დედიკო ცხვირწინ ჩამოუკიდებს, ჯერ თათუნებით წაეპოტინება, შემდეგ გემოს გაუსინჯავს, რამდენიმე თვეში კი, სიახლის ძიების ჟინით შეპყრობილი, თვითონვე გაეშურება სასურველი ნივთის ხელში ჩასაგდებად – ჯერ ცოცვით, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ.
უსაფრთხო ბრძოლის… არა, ხოხვის ველი
ვიდრე ბავშვს საცოცავ ტერიტორიას გამოუყოფდეთ, სამოსზე იზრუნეთ. დარწმუნებული ვარ, გგონიათ, რომ პატარასთვის საუკეთესო ეკიპირება საცოცარაა (ალბათ მიმიხვდით – "პოლზუნკა” ვიგულისხმეთ). შესაძლოა, თავის დროზე ის სწორედ ხოხვისთვის შეიქმნა, მაგრამ ამჟამად პედიატრები მიიჩნევენ, რომ ბავშვი უკეთესად იცოცებს, თუ ტანთ პამპერსისა და თხელი პერანგის ან მაისურის გარდა არაფერი ეცმება – უმჯობესია, იატაკთან შეხებისას ხელისგულები, მუხლები და წვივები შიშველი ჰქონდეს. მაგრამ ასე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩააცვით, თუ ოთახში საკმარისად თბილა. სამომავლოდაც გაითვალისწინეთ: ბავშვი ფეხს უფრო სწრაფად აიდგამს, თუ ფეხშიშველა ივლის – ასე ნაბიჯი გაცილებით მტკიცე ექნება. რაღა თქმა უნდა, ფეხშიშველა სიარული მხოლოდ სითბოშია რეკომენდებული. თუ ცივა, ფეხსაცმელი ჩააცვით. წინდების ამარა არამც და არამც არ დატოვოთ – შესაძლოა, პატარა ბაჯბაჯას ფეხი აუცურდეს და სიარული კარგა ხნით გადაიფიქროს.
ბავშვმა ცოცვა იოლად რომ ისწავლოს, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.
ვიდრე პატარას "უცნობი მიწების დასაპყრობად” გაუშვებდეთ, გულისყურით მოათვალიერეთ ოთახი, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად აპირებს ძრომიალს.
* მოაცილეთ იქაურობას ელექტროსადენები. დენის ჩამრთველები (როზეტები) სპეციალური დამცავით დალუქეთ ან სკოჩი ააკარით.
* კუთხიან ავეჯს რბილი ქსოვილი გადააფარეთ.
* სუფრა აკეცეთ, რომ ბავშვმა არ მოქაჩოს და მაგიდაზე დაწყობილი ნივთები თავზე არ დაიმხოს.
* კარადის, მაგიდისა და ტრელაჟის უჯრებიდან ამოალაგეთ მცირე ზომის და ბასრი საგნები. უმჯობესია, ქვედა უჯრები მთლიანად გაათავისუფლოთ და ბავშვს საყრდენად დაუტოვოთ, ზედა კი დალუქოთ.
სატყუარა პატარასთვის
თუ ბავშვს სანუკვარი ნივთის მოსაპოვებლად პუტკუნა დუნდულების აწევა ეზარება, ისღა დაგრჩენიათ, ცოცვა აიძულოთ. სათამაშო ან ნებისმიერი სხვა საგანი, რომლისკენაც პატარა , მოშორებით დადეთ, იატაკზე დააფინეთ ნოხი (ოღონდ – საგულდაგულოდ გაწმენდილი) და პატარა ზედ დააგორეთ. თავი მშვიდად რომ იგრძნოს, თავდაპირველად თქვენც გვერდით მიუჯექით და ეთამაშეთ, შემდეგ მისი სათამაშოები მოშორებით დააწყვეთ და მარტო დატოვეთ.
ეცადეთ, ხალიჩაზე წამოკოტრიალებულ პატარას ფეხზე მდგომი არ ესაუბროთ – შესაძლოა, ხელში აყვანა მოგთხოვოთ ან შორიდან მოღიმარი დათუჩას ან თოჯინის მიტანა თქვენვე გთხოვოთ. უმჯობესია, ბავშვი ოთახში მარტო დატოვოთ ან ჩუმად უთვალთვალოთ.
თუ პატარა უთქვენოდ წუთსაც ვერ ძლებს, მარტო არ თამაშობს და გამუდმებით ხელში აყვანას ითხოვს, ექსპერიმენტს თავი დაანებეთ და მის ნებას დაჰყევით. დაძალებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
გთავაზობთ ვარჯიშს, რომლებიც საყვარელ პაწიას კუნთებს გაუვარჯიშებს და ცოცვის სწავლაში დაეხმარება:
გასწი-გაჭიმე. ბავშვი ზურგით მიიკარით მუცელზე, ცალი ხელი მენჯთან მოჰკიდეთ, მეორე ხელისგულით კი ბეჭის ძვლებს შორის დააწექით. ამ დროს ბავშვი წინ გადაიხრება, მერე კი შეეცდება, გასწორდეს. თუ კუნთოვანი ტონუსი დაბალი აქვს, შესაძლოა, წელში გამართვა გაუჭირდეს. მუცელზე მსუბუქად დააჭირეთ ხელი. ეს ტანის აწევაში დაეხმარება. თუ ბავშვი ბოლომდე არ იმართება წელში, საშიში არაფერია; მცდელობაც კი, სხეული ზემოთ ასწიოს, უკვე მისასალმებელია.
ყველა ვერ ცოცავს
მართლაც, არიან ბავშვები, რომლებიც ხოხვის გარეშე აიდგამენ ხოლმე ფეხს. ასეთი პატარები, როგორც წესი, სავსებით ჯანმრთელნი არიან, მაგრამ ექიმთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის ცოცვა მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს ტონუსში მოდის მხრის სარტყლის, ხელის კუნთები, მაგრდება ხერხემალი. ფიზიკური აქტივობის დროს ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემაც.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბავშვებს, რომლებმაც ფეხი პირდაპირ აიდგეს, უჭირთ გარემოში ორიენტირება, ხშირად ერევათ ერთმანეთში მარცხენა და მარჯვენა.
პირველი ფეხსაცმელი
რაც უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს ჩავაცმევთ ბავშვს, მით უფრო მტკიცე და, რაც მთავარია, სწორი იქნება მისი ნაბიჯი. მზრუნველმა დედიკომ და მამიკომ ეს კარგად იციან. ამიტომაც არის, რომ თვალი გამუდმებით დახლზე შემოწყობილი პაწაწინა ფეხსაცმელებისკენ გაურბით.
პირველი ფეხსაცმლის შერჩევა მართლაც რომ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. პედიატრთა რჩევით, 7 თვემდე "ნამდვილი” ფეხსაცმლის შეძენას აზრი არ აქვს. აჯობებს, ამ ასაკში პატარას ე.წ. პინეტები ჩავაცვათ, რომლებიც სათამაშო ფეხსაცმელებს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილს. ისინი მეტისმეტად რბილი მასალისგან არის დამზადებული და სიარულისას ტერფისთვის საყრდენის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
7-8 თვის ასაკისთვის ბავშვს ნამდვილი ფეხსაცმელი დასჭირდება, რომლის შერჩევისას მთავარი მოთხოვნა ზომის სწორი განსაზღვრაა. აიღეთ თხელი სუფთა ფურცელი (და არამც და არამც – მუყაო!), პატარას ფეხი ზედ დაადგმევინეთ და ნამცეცა ტერფის კონტური შემოხაზეთ. ასე ფეხის სიგრძეც დაფიქსირდება და სიგანეც, თანაც ფეხსაცმელში თხელი ფურცლის ჩადება და გაშლა იოლია.
ვემზადებით საბაჯბაჯოდ
ბავშვის ტერფი სიარულისთვის რომ მოამზადოთ, ასე მოიქეცით:
. ყოველდღე, დღეში 2-3-ჯერ, პატარა ზურგზე დააწვინეთ და ფეხისგულები 5 წუთის განმავლობაში უზილეთ.
. მოახრევინეთ ფეხები მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და ტერფები ერთმანეთზე მიადებინეთ. ასე მოიქეცით დღეში 4-6-ჯერ მაინც.
. ცალი ხელი წვივზე მოჰკიდეთ, ხოლო მეორეთი აბრუნეთ ტერფი საათის ისრის მიმართულებით და პირიქით, თითოეულ მხარეს – 5-ჯერ.
. დაყარეთ იატაკზე ქვიშა ან ბურღული და ატარეთ მასზე იღლიებში ხელამოდებული ბავშვი. ეს ვარჯიში კარგია 7-8 თვის პატარასთვის.
გონივრული არჩევანი
მას შემდეგ, რაც ბავშვის ფეხის ზომას გაარკვევთ, შეგიძლიათ, გულდამშვიდებით გაეშუროთ საყიდლებზე. არჩევანში რომ არ შეცდეთ, ფეხსაცმელი ყურადღებით დაათვალიერეთ. პირველ რიგში, დააკვირდით ლანჩას. უმჯობესია, ის მთლიანი და მყარი იყოს, მაგრამ დრეკადი, თანაც არამც და არამც არ სრიალებდეს! ამისთვის ლანჩას უკეთებენ ჩანაჭდევებს, რომლებიც ბავშვის ხარისხიან ფეხსაცმელს ყოველთვის აქვს. თუ არჩევანი მაინც სრიალალანჩიან ფეხსაცმელზე შეაჩერეთ, გირჩევთ, თხელი რეზინი ან პლასტირი დააკრათ და ბავშვს ისე ჩააცვათ.
ფეხსაცმელს უთუოდ უნდა ჰქონდეს ქუსლი. ის ბავშვს წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარება. სასურველია, ლანჩა და ქუსლი ერთიანი იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საბავშვო ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე ნახევარი სანტიმეტრი თუ იქნება.
"ბავშვის ფეხსაცმელს უთუოდ უნდა ჰქონდეს სუპინატორი”, – ამ პრინციპით არჩევენ მშობლები ბაჩებს, ბევრი პედიატრი კი საპირისპიროს ამტკიცებს: ბავშვის ტერფი სწორად რომ განვითარდეს, თავისუფლად უნდა იმოძრაოს, ხოლო დამატებითი წარმონაქმნები (მათ შორის, ცხადია, სუპინატორიც) ხელს უშლის კუნთებისა და მყესების ბუნებრივი ჩამოყალიბების პროცესს. ამასთანავე, ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური ფორმის ტერფი აქვს, ერთი და იმავე ყალიბის ფეხსაცმელი ყველას როდი გამოადგება. ასე რომ, თუ პატარას პედიატრმა და ორთოპედმა სუპინატორი ურჩიეს, ის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ ან დაამზადებინოთ, თანაც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას "ბორცვიანი” სამკურნალო ფეხსაცმელი.
თუ მაინცდამაინც სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა გსურთ, გირჩევთ, საშუალო ზომის, რბილბორცვაკიანი და ნასვრეტებიანი შეარჩიოთ. ზოგჯერ უხარისხო ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არამც და არამც არ გირჩევთ.
ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ცხვირს. ბავშვმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, სასურველია, ჭვინტი მომრგვალებული და მაგარი იყოს და თითის დაჭერისას მალევე იბრუნებდეს საწყის ფორმას.
დაბოლოს: ბავშვისთვის მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ჯეროვნად აფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარს. ასეთია თასმებიანი და ფხრიწიანი ფეხსაცმელები.
ეს ყველამ უნდა იცოდეს
მართებულად შერჩეული ფეხსაცმელი ტანადობის სწორ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. იმისთვის, რომ თქვენი პატარა ლამაზი, ტანადი და ჯანმრთელი გაიზარდოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
. არამც და არამც არ ჩააცვათ ბავშვს დიდი ზომის ფეხსაცმელი. დაუშვებელია, ფეხსაცმლის "შევსების” მიზნით პატარას რამდენიმე წინდა ჩააცვათ ან ფეხსაცმელი ბამბით გამოტენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფეხსაცმელი სუპინატორიანს ანიჭებთ. თუ ჩასაფენის ამობურცული ნაწილი ზუსტად არ მოერგო ტერფის თაღს, ბავშვს სიარული გაუჭირდება, ფეხები მალე დაეღლება და შესაძლოა, ტერფი არასწორად განუვითარდეს. საზოგადოდ, ზომაზე დიდი ფეხსაცმლის ტარებისას პატარას იოლად ეღლება ფეხები, განსაკუთრებით – თითები, რომლებასც სიარულისას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება.
. საგარეო და საშინაო ფეხსაცმელი ბავშვს ყოველთვის დანიშნულებისამებრ ჩააცვით. დაუშვებელია, პატარამ ოთახებში საგარეო ფეხსაცმლით იაროს. ეს მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით როდია ნაკარნახევი – სხვადასხვა გარემოში ბავშვს განსხვავებული ფეხსაცმელი სჭირდება.
. მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვი მოზარდის ტიპის ფეხსაცმელებს: ტყაპუნებს, ფლეთებს, ქუსლიან ღია ფეხსაცმელს, კედებს. გარდა იმისა, რომ ისინი ხელს შეუშლის ტერფის ნორმალურ ფორმირებას, მათი უმრავლესობა ხელოვნური მასალისგან არის დამზადებული, რომელმაც შესაძლოა კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
. სხვის მიერ ნახმარი ფეხსაცმლის ტარება ბავშვისთვის სასურველი არ არის. ჯერ ერთი, ასეთი ბაჩები უკვე მოშვებულია და ტერფს ჯეროვნად ვეღარ აფიქსირებს, მეორეც, შესაძლოა, მის ადრინდელ პატრონს ტერფის დეფორმაცია ჰქონოდა და ფეხსაცმლისთვის ფორმა შეეცვალა. საკმარისია, ბავშვს არასწორი ყალიბის მქონე ფეხსაცმელი ჩააცვათ, რომ მისი ტერფიც იოლად შეიცვლის ფორმას. ერთადერთი, რაც ბავშვს ზიანს არ მიაყენებს, ნახმარი რეზინის ფეხსაცმელია. მისი დეფორმირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


სტატია აღებულიაaversi.ge -დან

კატეგორია: რჩევები მშობლებს | ნანახია: 1910 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
ЖирныйКурсивПодчёркнутый СсылкаЕ-майлКартинкаСкрытый текст По левому краюПо центруПо правому краю



[Код безопасности]

--> <--
შესვლის ფორმა
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმრები
დრო:03:16

მოგესალმებით სტუმარო, მოხარული ვარ თქვენი საიტზე შემოსვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ, ან გაიაროთ ავტორიზაცია!
მოუსმინე სიმღერას
Ususuri_Chiti
Lasha_Glonti
Tutis-xe
iebi
maia
Shens_Kuchas_Mivyvebi
Chemi_Agaraxar_Morcha
iasamani
ჩვენი პატარები

ლევანიკო ბათიაშვილი


ანრი გველესიანი


მარიამ ბუხნიკაშვილი


თაკო კოპაძე


ანა კოპაძე


თევდორე ხაჩიძე


ელენე ხაჩიძე

საკონტაქტო Skype
მომწერეთ Skype-ში Напиши мне в чате
კალენდარი

საიტის მეგობრები
описание

Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz